Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Цәыббрa 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ფერმერის სასარგებლოდ ,,ალდაგს'' 95 652 ლარის გადახდა დააკისრეს
ფერმერმა ი.მ.-მ, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში 51 587 კვ.მ-ზე ვაშლისა და მსხლის ბაღები აქვს გაშენებული, სადაზღვევო კომპანიას დავა მოუგო. ,,ალდაგს'' მის სასარგებლოდ 95 652 ლარის გადახდა დაეკისრა.

ინდმეწარმე ჩიოდა, რომ 2023 წლის აგვისტოს მოსულმა სეტყვამ დაუზიანა ვაშლისა და მსხლის მოსავლის 80%-ზე მეტი. სადაზღვევო კომპანია ამტკიცებდა, რომ ზიანის ოდენობა არ აღემატებოდა 15-20%-ს. მსხლის შემთხვევაში კი - 43%-ს.

სასამართლოზე წარადგინეს სხვადასხვა აქტები. მათ შორის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. სასამართლომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაითვალისწინა.

სადაზღვევო კომპანიის აზრით, ზიანის გამოთვლა უნდა მომხდარიყო ა(ა)აიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და ალდაგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართის მიხედვით, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, არ გამოუყენებია.

,, სამხარაულის ექსპერტების მიერ ზიანის გამოთვლისას დაშვებულ იქნა შეცდომები, დაზიანებული მოსავლის ოდენობა 100-ის მაგივრად შეცდომით გაამრავლეს 1000-ზე რის გამოც უფრო მაღალი დაზიანებული პროცენტული მაჩვენებელი მიიღეს. სამხარაულის ექსპერტების მიერ გამოთვლილი ზიანის ოდენობის ხეხილის ნარგავებზე გაყოფით, ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ დაზღვეულ ბაღში უფრო მეტი ნარგავი უნდა ყოფილიყო ვიდრე არის, რაც მტკიცებულების ნაკლზე მიუთითებს და ზიანის ოდენობის გამოანგარიშების მიზნებისთვის არ უნდა გამოყენებულიყო.'' - აღნიშნულია ალდაგის საჩივარში.

,,ალდაგის'' პოზიციის საპასუხიდ დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა:

,,სახეზეა ინტენსიური ტიპის სამრეწველო ბაღი, ე.წ. „ჩახშირებული“ ნარგაობით, რაც ბაღის კარგი მოვლის შედეგია. ნაკვეთზე მოწყობილია თანამედროვე საყრდენი და წვეთოვანი სარწყავი სისტემები. რაიმე სახის მავნებლების, დაავადების, ნარჩენების ან ინფექციის კვალი არ გამოვლენილა. ბაღს ჩატარებული აქვს საჭირო აგროსამუშაოები და მოვლის პერიოდში გამოყენებული შესაწამლი პრეპარატების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა მოსავლიანობის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება სადაზღვევო პოლისით დადგენილ ლიმიტს, შესაბამისად დგინდება, რომ ბაღი იყო კარგად მოვლილი და რომ არა სტიქია, იგი სადაზღვევო პოლისში მითითებულ მოსალოდნელ მოსავალს აუცილებლად მოისხამდა.'' - აღნიშნა პროცესზე ექსპერტმა.

გადაწყვეტილება საბოლოოა. ,,ალდაგს'' მისი გასაჩივრება აღარ შეუძლია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.