Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Цәыббрa 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
"თითქმის საუკუნეა აქ ვცხოვრობ, დღესაც ნაკვეთს ვუვლი" - 93 წლის გიორგი ჭეღელიძე სოფელ თამარაშენიდან
"წყლის პირას ნაკვეთი მაქვს და იმას ვუვლი. ნაკვეთი ცოტა მოშორებით, 3 კილომეტრშია, მაგრამ ჩემს შვილს ზოგჯერ მანქანით ვიყვავარ. თუ გაწვიმდა, იქ პატარა ქოხი მიდგას, შევალ და დავისვენებ" _ გიორგი ჭეღელიძე ქარელის რაიონის, სოფელ თამარაშენიდან გვესაუბრა...

- დავიბადე ქარელის რაიონის, სოფელ თამარაშენში. ოჯახში ხუთნი გავიზარდეთ. ცხინვალის ტექნიკუმი და თბილისის ზოოვეტერინალური ინსტიტუტი დავამთავრე, პროფესიით ზოოტექნიკი გახლავართ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კვლავაც ჩემს სოფელში დავბრუნდი, დავოჯახდი, სამი შვილი შეფგვეძინა, ერთი გოგო და ორი ვაჟი. ჩემი მეუღლე - ნორა შუბითიძე პედაგოგი იყო. ალექსანდრე პუშკინის ( მაშინ ასე ერქვა) სახელობის ინსტიტუტი ქონდა დამთავრებული. სოფელ თამარაშენის სკოლაში დაწყებითებს 56 წლის მანძილზე ასწავლიდა...

- თქვენ სად მოღვაწეობდით?


- მე რა სამსახურიც არ უნდა მქონოდა, შრომა იმდენად მიყვარს, მეურნეობა ყოველთვის მქონდა. დღესაც ასე ვარ, არაფრით შემიძლია მიწაზე რომ არ ვიმუშაო. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობა მეცხოველეობის ფერმაში დავიწყე. სხვადასხვა თანამდებობები მქონდა. შემდეგ აგარაში ვმუშაობდი, იქ ფერმები ქონდათ, სადაც მთავარ ზოოტექნიკოსად ვმუშაობდი. მეცხოველეობაში 1956 წლიდან 1997 წლის ჩათვლით ვიმუშავე. თითქმის ნახევარი საუკუნე. იმდენს მივაღწიე, თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, ძალიან სახელოვანი სპეციალისტი გახლდით. ჩემი ცხოვრების, სპეციალობის ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- როცა აგარაში მუშაობდით, იმ პერიოდში სად ცხოვრობდით თქვენი ოჯახით?

- ჩემს სოფელში, სხვაგან წაამსვლელი მე არ ვიყავი! ჩვენიდან აგარამდე სულ 9 კილომეტრია, მანქანა --------- ნოლდვა" მომცა მთავრობამ, ის ჩემთვის ყველაფერი იყო. რადიოს რომ ჩავრთავდი, თუ იქ სიმღერა არ მომეწონებოდა, მერე თავად ვმღეროდი. ასე მხიარულად და შრომით გავატარე ჩემი ცხოვრება. ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, რომელიც 2017 წელს დამეღუპა და დღემდე ძალიან ვდარდობ. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავარჩინე.

შვილები ცალკე ცხოვრობენ. ერთი ვაჟი ჩემს ეზოშია, მაგრამ ცალკე სახლში, მეორე ცოტა მოშორებით. ორ-ორი შვილი ყავთ, უნივერსიტეტებში სწავლობენ. თბილისიდან რომ მოდიან, სულ მეკითხებიან, პაპა რა გესიამოვნებაო.. ძალიან კარგი აღზრდილი შვილები მყავს და მათაც შვილები ისე აღზარდეს. გოგო დაოჯახებულია, ქარელში ექთნად მუშაობს. ხშირად მნახულობს, საუკეთესო შვილი ყავს, რომელიც ცოტა მოგვიანებით შეეძინა.

- დღეს მიწაზე მუშაობთ, თუ ცხოველები, ფრინვლებიც გყავთ?

_ ცხოველები მყავდა, მაგრამ ახლა უკვე ასაკიანი კაცი ვარ და თავად ვეღარ მივხედავ. ასი ლარი უნდა მისცე ყოველ თვეში, საქონელი რომ გაგირეკონ და მოგიყვანონ. ძალიან გაძვირდა მოვლა და აღარ ღირს ყოლა. წყლის პირას ნაკვეთი მაქვს და იმას ვუვლი. ნაკვეთი ცოტა მოშორებით, 3 კილომეტრშია, მაგრამ ჩემს შვილს ზოგჯერ მანქანით ვიყვავარ. თუ გაწვიმდა, იქ პატარა ქოხი მიდგას, შევალ და დავისვენებ.

- ნაკვეთში რა გაქვთ?

_ ნაკვეთში ვაზი მაქვს, გასაყიდად არა, მაგრამ იმდენ ღვინოს ვამზადებ, ოჯახში კარგად მყოფნის. ამ ნაკვეთში ვთესავ სიმინდს, ლობიოს, ხორბალს, ჩემი ოჯახისთვის საკმარისი მომყავს. ახლაც, ამ ხნის - 93 წლის კაცი ვარ, დიაბეტი მაქვს, მუხლი მტკივა მარილების დაგროვების გამო, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვიშრომო. ჩემი მანქანა დამიძველდა, იმ მანქანით ვეღარ დავდივარ, ხანდახან ქარელის "მარშუტკებს "მივყვები. როგორც მოგახსენეთ, უამინდობის დროს ჩემს ქოხში შევდივარ და ვისვენებ. არც სიცხეში გამოვდივარ სამუშაოდ. საჭმელი სახლიდან მიმაქვს, ჩემი რძალი მიმზადებს. ჩემი ორივე რძლის ძალიან მადლიერი ვარ.

- ახსენეთ, რომ შრომის გარეშე არ შეგიძლიათ. ზამთარში რას საქმიანობთ?

- გოდრებს, კალათებს ვწნავ, ოღონდ არ ვყიდი, მსურველებს ვჩუქნი. ამაში აღებულმა ფულმა რა უნდა მიყოს და ისე მეც გული მიხარის, თუ ვინმეს გავახარებ. ძალიან კარგი მეზობლები მყავს. თუ რამ დამჭირდება, მეხმარებიან. თუ რამ განსაკუთრებულს გამოაცხობენ, მიკითხავენ. მეც საქონელი ავად თუ გაუხდებათ, ყველას ვეხმარები. ვართ ასე შეხმატკბილებულად სამეზობლოც და სოფელიც. გზად თუ ვინმე მანქანით წამომეწევა, იმ წუთას გამიჩერებენ, დაბრძანდიო და სახლში მომიყვანენ. ბედნიერებაა თითქმის საუკუნე რომ აქ ვიცხოვრე. ძალიან ლამაზი სოფელია. ჩვენს ახლოში უკვე ოსეთის საზღვარია და ჩვენი სოფელი მათ ყოველთვის დიდ პატივს სცემდა. ერთმანეთში დავდიოდით. მე მაგალითად ოჯახი მიმყავდა მანქანით, იქ სასადილოში შევიყვანდი, ოსური სამზარეულო უნდა გაგაცნოთ-მეთქი. ბევრი კარგი მოგონება მაქვს. ცხინვალში ორი მამიდა მყავდა გათხოვილი და სტუდენტობის დროს ბინის დაქირავება არ დამჭირვნია, სულ მათთან ვიყავი. დღეს გული მწყდება ძველებურად რომ აღარ ვართ, მაგრამ რას ვიზამთ. სადარდებელი ბევრია, დიაბეტიც მაქვს, მაგრამ თავს ვუფრთხილდები. სიგარეტს არ ვეწევი, სასმელს არ ვეტანები. სოფელში სულ თამადად მეძახდნენ. ათასი კაციც რომ იყოს, ჩემთვის თამადობა ადვილია. რომელ სადღეგრძელოსაც ვამბობ, აუცილებლად შესაფერისი ლექსი უნდა მივუძღვნა. ძალიან მიყვარს გოგლა ლეონიძის პოეზია. მიცვალებული არც არ უნდა ცუდი ადამიანი ყოფილიყო, მასზე მაინც ისეთს ვამბობ, კარგად წამოვაჩენ. უნდა ვეცადოთ სულ შრომაში და სიკეთეში გავატაროთ ეს წუთისოფელი!

ავტორი: მანანა გაბრიჭიძე
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.