Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Цәыббрa 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში 2 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 6 პირს ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ძალადობის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ,,მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გორში, სამმა პირმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს. იმავე დღეს, დაზარალებული სამ პირთან ერთად სიტუაციაში გარკვევის მიზნით შეხვდა თავდამსხმელებს და მათ თანმხლებ სამ პირს, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირსპირებისას ერთმა პირმა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად ორი პირი დაჭრა, ხოლო იქ მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.მომხდარის შემდეგ ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს." [ციტატის დასასრული]

პროკურატურის ცნობით, პოლიციელებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

,,იგი თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას და ნარკოტიკულ საშუალებას." -ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის ჯანმრთელობას, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხუთ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.