Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ажьырныҳәa 2026 »»
п в с ч п с в
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
18 წელი გასართობი სივრცის გარეშე - მეტეხის დევნილთა დასახლება
მეტეხის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახები წლებია ელიან უბრალო სპორტული მოედნის მოწყობას. ცხოვრება აქ უკვე მე-18 წელია ერთგვარ „დროში გაჩერებულ მოძრაობას“ ჰგავს — თაობები მოდიან და გადიან, თუმცა ერთი მოთხოვნა მუდმივად რჩება: მოზარდებს ისევ არ აქვთ ადგილი, სადაც სპორტით ისარგებლებენ, უსაფრთხოდ გაერთობიან და უბრალოდ ბავშვობას განიცდიან.

„მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ, მაგრამ მოზარდებს გასართობი სივრცე არ აქვთ,“ — ამბობს ერთ-ერთი დედა. მის აზრს თითქმის ყველა ოჯახი იზიარებს.

ვინ არის პასუხისმგებელი?



უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში უწყებები ერთმანეთს აბრალებენ: კასპის გამგეობა ამბობს, რომ დევნილთა სამინისტროს უნდა მიმართონ, სამინისტრო კი მერიაში აბრუნებს. ამ გაურკვევლობაში სტადიონი — ელემენტარული სპორტული სივრცე — მაინც არ აშენებულა.

სოფელში ერთი პატარა სკვერია, რომელიც „ყველას ვერ იტევს“. საღამოს აქ 50-მდე ადამიანი იკრიბება, საქანელები გადაჭედილია და სივრცე შეზღუდულია. დასახლების ბავშვებს არც სტადიონი აქვთ, არც სხვა თავისუფალი სივრცე, ამიტომ ხშირად მეზობელ სოფლებში მიდიან.

ხელისუფლება თითქმის ყოველ წელს ჰპირდება, რომ თანხა იქნება. ბავშვებს მხოლოდ ორ ჯოხსა და გაბმულ თოკზე დაკიდებული „სპორტული მოედანი“ აქვთ. თავისუფალ სტადიონს ხშირად სამ-ოთხი სოფლის გავლით ეძებენ. თუ ვერ პოულობენ, იმათზე არიან დამოკიდებულნი, ვისაც მანქანა ან მართვის მოწმობა აქვს. ღამით დაბრუნება კი კიდევ უფრო საშიშია.

ბავშვობა ეკლებში და ნაგავით მოფენილ მინდორზე

ლაშა ლაფაჩი, ახლა უკვე 20 წლის, ამბობს, რომ 9 წლის წინ ბავშვები თამაშობდნენ ეკლებში, ნაგავში. „ზოგს ფეხი ეჭრება შუშაზე, ერთს მოსტყდა…“ — იხსენებს ლაშა.

დღესაც, როცა ლაშა უკვე ზრდასრულია, პრობლემა უცვლელია: „18 წელია ვცხოვრობთ ამ დასახლებაში. ბავშვებისთვის ნორმალური გასართობი ადგილი არც ერთხელ გაუკეთებიათ.“

რას აკეთებდა მერია?

2022 წელს საბავშვო ბაღისთვის ატრაქციონები 40 კვ.მ. სივრცეზე 14 173 ლარად დაიქირავა, თუმცა ეს მოზარდების პრობლემას ვერ ცვლის.

მეტეხის დევნილთა დასახლებაში პრობლემა არა მხოლოდ სპორტული მოედნის არქონა, არამედ თაობების დაკარგული შესაძლებლობებია. მოზარდები სივრცეს სოფლებიდან სოფლებში ეძებენ, ბავშვები მინდორზე ეკლებს ებრძვიან, მშობლები კი 9 წელია პასუხს ეძებენ კითხვაზე: „ვინ არის პასუხისმგებელი?“ 


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.