Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Цәыббрa 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის რაიონში 30 წლის წინ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი გაამართლეს
უზენაესი სასამართლოს ცნობით, საბოლოოდ გამართლდა პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1994 წელს მომხდარ მკვლელობაში ედებოდა ბრალი. საქმე უსანეთობის დღესასწაულზე მომხდარ ფაქტს ეხება.

გადაწყვეტილების მიხედვით, იმ დროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ეჭვმიტანილის სტატუსის მქონე პირი ადგილიდან მიიმალა.

გორის პროკურატურის პროკურორი შორენა მგალობლიშვილი დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 105-ე მუხლით (1994 წელს მოქმედი რედაქცია) და ამ მუხლების სანქციების ფარგლებში მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრას მოითხოვდა.

საქმე ჯერ გორის სასამართლომ, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ განიხილა. გამამართლებელი განაჩენი პირველივე ინსტანციაში, 2022 წელს დადგა.

იყო თუ არა ბრალდებული პირი დაკავებული ან იმყოფებოდა თუ არა საქართველოში, სასამართლოს განხილვის დროს, ეს გარემოება გადაწყვეტილებაში განმარტებული არაა. მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ პირველივე ინსტანციაში განაჩენი მის დაუსწრებლად გამოცხადდა. გამართლებულს განემარტა მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მკვლელობას ორი მოწმე ჰყავდა, ამათგან დაკითხული იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, იმ დროისათვის არასრულწლოვანი:

მოწმემ  სასამართლოს განუმარტა, რომ ვინ ესროლა თანასოფლელს და მოკლა, არ იცის; შემთხვევისას იყო არასრულწლოვანი; პოლიციაში მის დაკითხვას არც ადვოკატი ესწრებოდა, არც – კანონიერი წარმომადგენელი, პოლიციელებმა კი დააშინეს, რომ შენობასთან შეგროვილი ხალხი მის მოსაკლავად იყო მისული და, თუ არ დაწერდა, რასაც ეტყოდნენ, გარეთ გაიყვანდნენ; მოწმეს შეეშინდა და პოლიციელების მიერ მოტანილ ფუცლებზე ხელი მოაწერა; ვინაიდან იცოდა, რომ ჩვენების შეცვლისთვის დაიჭერდნენ, 1994 წელს მიცემული ჩვენება დაადასტურა 2009 წელს მასთან მისულ გამომძიებელთანაც.

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, /გარდაცვლილის/ მიმართ იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით, მკვლელობის განზრახვით თუ ქმედების ჩამდენი პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. არ არის ამოღებული დანაშაულის იარაღი, რომელიც დაადასტურებდა როგორც განზრახ მკვლელობის, ისე – სათანადო ნებართვის გარეშე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილად არ ჩატარებულა გამოძიება, არ არის დაკითხული ფაქტის შემსწრე კიდევ ერთი მოწმე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არათუ პირდაპირ, ირიბადაც კი არ მიუთითებს  მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე.'' - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2025 წლის 24 ივლისს გამოცხადდა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.