Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ҧхынҷкәын 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
„საკორინთლოში ამოხვალთ?“
წინა საღამოს რედაქციაში ზარი შემოვიდა — ქალი ძალიან აღშფოთებული იყო.

— შეგიძლიათ, ხვალ სოფელ საკორინთლოში ამოხვიდეთ?
— დიახ, რა თქმა უნდა — ვუპასუხეთ.
— დილითვე ამობრძანდით, 10 საათზე მოსახლეობა ცენტრში დაგხვდებათ. წყალთან დაკავშირებით ძალიან ცუდი ამბავი ხდება აქ.

მეორე დილით მართლაც ადრიანად წავედით საკორინთლოში — სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს და კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. აქ არაერთი რეპორტაჟი გვაქვს მომზადებული და ვიცით, რომ მოსახლეობას ყოველდღიურად სჭირდება ყურადღება.



ამინდი კარგი იყო. სოფლის ცენტრში რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა, ზოგი კი შორიდან გვაკვირდებოდა. მალე ვიპოვეთ ქალი, რომელმაც რედაქციაში დარეკა.

— მე დაგირეკეთ გუშინ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა სოფელში. სანამ თქვენ დაგიკავშირდებოდით, ეს ამბავი კასპის მერსაც ვაცნობეთ. მერსაც დავურეკე — იცით, რა მითხრა? „რა, საკორინთლოს არ აქვს წყალი?“ — გვიყვება ჩვენი მასპინძელი მაია ჯორბენაძე.

მაია სოფლის ცენტრში ცხოვრობს. მოუთმენლად ველოდით ახსნა–განმარტებას, თუმცა უკვე ვხედავდით, რომ ჩვენს ზარზე სოფელში რაღაც დამატებითაც მომხდარიყო.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რედაქციაში დარეკა და ეს სოფლის „წყლის განაწილების“ პასუხისმგებელმა პირიც გაიგო, უბანში წყალი მაშინვე გამოუშვეს.

— ასეთი რამ სად ხდება? როგორც კი თქვენთან დავრეკე და ეს აქ ყველამ მოისმინა, იმავე წუთში გამოუშვეს წყალი — ამბობს მაია.



მანამდე, ვიდრე სიტუაციას ბოლომდე გავარკვევდეთ, ხალხთან ის კაცი მოვიდა, რომელსაც წყლის განაწილება ევალება. მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტები მივიდოდით და მის მიმართ მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამდა.

— აჰა, მაია, მოვედი... აბა, რა პრეტენზიები გაქვთ?

— ტარიელ, რატომ არ გვაქვს წყალი? — მიმართა მაიამ. აქედან შევიტყვეთ, რომ წყლის მარეგულირებელი ტარიელია.

— იმიტომ არ გაქვთ, რომ ბაღები ირწყობა. წყლის რაოდენობა არ ყოფნის. თუ ბაღებს აღარ მორწყავთ, წყალი იქნება — უპასუხა ტარიელმა.

— შენი ცოლი რატომ რწყავს ბაღს? — ისმოდა მოსახლეობის მხრიდან. ამის შემდეგ დაპირისპირება გაამწვავდა.

მოსახლეობის თქმით, სოფელში სარწყავი წყალი არ არის, ამიტომ იძულებულნი არიან სასმელი წყლით მორწყონ ბაღები. წყლის დებეტი მცირეა, თუმცა ამბობენ, რომ ტარიელის უბანში წყალი მუდამ მიედინება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტარიელი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს — წყალს უჭრის მხოლოდ იმ უბნებს, სადაც თვითონ არ ცხოვრობს.

ტარიელს წყლის განაწილებლის ჩვენება ვთხოვეთ. წაგვიყვანა, თუმცა სხვა წერტილი გვაჩვენა. დაახლოებით 50 მეტრში წყლით სავსე ორმო შევამჩნიეთ. ორმოში ცენტრალურ მილს სამი გამანაწილებელი ჰქონდა — წყალი სამ უბანში ნაწილდებოდა. როგორც გარდამოწმდა, ერთი მხარე მუდმივად ღია იყო, დანარჩენი ორი კი დახურული.

ტარიელი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მისი გადაწყვეტილებით ხშირად იკეტებოდა ორი უბანი.

— ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ბაღები არ მოჰრწყოს. სადაც წყალს მუდმივად ვუშვებ, იქ დამსვენებლები ცხოვრობენ — ისინი სარწყავად არ იყენებენ. ნუ მორწყავთ ბაღებს და წყალი არ დაიკეტება — აცხადებს ტარიელი.

სოფელში ჩვენი ყოფნისას ასევე გაირკვა, რომ სარწყავი წყლის მოწესრიგება ჯერჯერობით საერთოდ არ არის დაგეგმილი.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.