Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
გორის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მძღოლს
2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საქმე ღამით საპატრულო პოლიციის
მიერ ავტომობილის გაჩერებასა და მძღოლის სავარაუდო ნასვამ
მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება.
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, პატრულის ეკიპაჟმა მძღოლი შეაჩერა და შემოწმების შედეგად მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა.
ვიდეოში ისმის დიალოგი, სადაც მძღოლი სამართალდამცველებს სთხოვს დარღვევის პატიებას და აცხადებს: „გორელები არ ვართ? მერე იტყვიან რატომ გაამწარეს ხალხი...“ ხოლო მოგვიანებით პატრულს მიმართავს: „შემიძლია დავრეკო ახლა და გეტყვიან ვინც ვარ..“
სასამართლო სხდომაზე ვიდეოს ჩვენებისას მძღოლმა აღნიშნა, რომ საკუთარი ქცევა არ ახსოვდა. მისი თქმით: „ძალიან მთვრალი ვიყავი, არაფერი მახსოვს, აქ მე ჩემ თავს ვერ ვცნობ“. მან ასევე ბოდიში მოუხადა სამართალდამცველებს და განმარტა: „იმის შემდეგ აღარ დამილევია... ბოდიშს ვუხდი პატრულს“.
დაცვის მხარის თხოვნის მიუხედავად, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ვიდეოს ჩვენება თავდაპირველად არ შეწყვიტა. მის კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მასალის გაგრძელებას, მან განაცხადა: „ამით რა შეიცვლება?“
საბოლოოდ სასამართლომ მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევთა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2500 ლარის ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის შეფასებით, შესაძლებელი იყო უფრო მკაცრი ზომის გამოყენებაც, თუმცა გადაწყვეტილება არსებული გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |