Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ажьырныҳәa 2026 »»
п в с ч п с в
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ესპანური კომპანია საქართველოში მეხორცული ჯიშის ძროხის ფერმის მოწყობას გეგმავს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტში იმყოფებოდნენ.

ქართული დელეგაციის წევრებმა ინსტიტუტის სამეცნიერო ცენტრებში, დეპარტამენტებსა და ლაბორატორიებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

„ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტი აგრარული მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვა, სანაშენე საქმიანობა, ვეეტერინარია, მაღალი რისკის შემცველი დაავადებების ერთობლივი კვლევა, ბიოტექნოლოგია და ექსტენცია“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, იური ნოზაძის განცხადებით, ესპანური მხარის მხარდაჭერით, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები ესპანეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში არსებულ სასწავლო პროგრამებში ჩაერთვებიან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ესპანური კომპანიის (De Raza Iberico) მეღორეობის ფერმები, ცხოველთა სასაკლაო და კომპანიის კუთვნილი ხორცის გადამამუშავებელი თანამედროვე ტიპის მსხვილი საწარმო კომპლექსები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია De Raza Iberico საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, კახური ღორის სანაშენე ფერმის შექმნის პროექტს ახორციელებს.

შეხვედრა გაიმართა საქონლის ხორცის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთანაც (Grupo Nortenos), რომელიც საქართველოში მეხორცული ჯიშის ძროხის ფერმის მოწყობას გეგმავს.

ქართული დელეგაციის წევრებმა, სათბურების მწარმოებელი კომპანიის (Grupo Intaco) ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბოსტნეული კულტურების დახურულ გრუნტში მოსაყვანად თანამედროვე ტიპის სადემონსტრაციო სათბურის მოწყობის საკითხები განიხილეს. კომპანია Grupo Intaco, კვლევით ცენტრთან ერთად, სადემონსტრაციო სათბურის მოწყობას წყალტუბოში მომავალი წლიდან გეგმავს.

 

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.