Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
ახალი ამბები
გორში მარტოხელა მშობლის სტატუსით 25 დედა სარგებლობს
ქალაქ გორში მარტოხელა მშობლის სტატუსით 25 მოქალაქე სარგებლობს.
მათგან ყველა დედაა. ორი მშობლის სტატუსი კი, განხილვაშია.
ერთ დედას სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების უფლება მამებსაც აქვთ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებების განვითარების ფონდიდან" მიაწოდეს.
ფონდის წარმომადგენლების ცნობით, 25-ვე დედას მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილეს, რაც ოჯახურ პირობებზე, გარემოზე და სხვადასხვა სოციალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
სულ საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსით 1056 პირი სარგებლობს, აქედან, ორი - მამაა, ხოლო 7 - არასრულწლოვანი დედა.
,,ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი" 2016 წლის აპრილში დაფუძნდა. ,,მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების" პროექტს 2016 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს და ფინანსურ მხარდაჭერას ნიდერლანდების სამეფოს საელჩო უწევს.
პროექტის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლები მარტოხელა მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში და უნარების გაძლიერებაში ეხმარებიან.
ვინ არის მარტოხელა დედა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, 2014 წლის დეკემბერს დამატებული მუხლის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს ქალს ან კაცს:
- რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი მონაცემები ბავშვის მამის/დედის შესახებ.
- რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტირებულ ქორწინებაში.
მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები კანონშია განსაზღვრული. ამ გარანტიების მოპოვებაში კი, ფონდის წარმომადგენლები მშობლებს ეხმარებიან.
,,ფონდის იურისტები მშობლებს უფასო კონსულტაციებს გაუწევსენ. შეაგროვებენ საჭირო დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გაუწევენ წარმომადგენლობას როგორც სასამართლოში, ისე სასამართლომდე არსებულ დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურების მიმდინარეობისას." - ამბობს ფონდის წარმომადგენელი ნინო ღვედაშვილი.
გარდა კონკრეტული საქმეებისა, ორგანიზაციის წევრები საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების კუთხით, ადვოკატირების კამპანიის წარმოებას აპირებენ. კერძოდ, გუნდი იუსიტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, პარლამენტში ახალ კანონპროექტს წარადგენენ.
პროექტი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. უახლოეს ხანებში ამუშავებდა საიტი www.hrdf.ge, სადაც სტატუსის მსურველებს დაკავშირება და დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. ამჯერად, ორგანიზაციის წევრებთან დაკავშირება შემდეგ ნომერებზეა შესაძლებელი: +995 322 477 566; +995 591 600 117
გამოყენებულია თემატური ფოტო

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |