Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ажьырныҳәa 2026 »»
п в с ч п с в
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
სამშვიდობო მისიისას დაჭრილი სამხედროების თანხიდან 10 481 დოლარი გაიფლანგა
სამხედრო პოლიციამ, ISAF -ის პროგრამის ფარგლებში, ავღანეთის სამშვიდობო მისიისას დაჭრილი სამხედროებისთვის საკომპენსაციო თანხის მითვისების ფაქტი გამოიძია.

თავდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა მოკვლევა 2016 წლის ივლისში დაასრულა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგული თანხა კვლავ არ აქვთ ბიუჯეტში დაბრუნებული.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის საფინანსო-სამმართველოს უფროსი ფიგურებენ.

საქმე იმაშია, რომ სამშვიდობო მისიისას დაჭრილ ერთერთ მაიორს, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, საკომპენსაციო თანხა ნაცვლად 44 807 დოლარისა, 55 288 დოლარი გადაურიცხეს.

ზედმეტად გადახდილმა თანხამ 10 481 აშშ დოლარი შეადგინა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მაიორმა მხოლოდ 5 ათასი დოლარი დააბრუნა უკან და ხელზე დეპარტამენტის უფროსს მისცა. დეპარტამენტის უფროსმა კი, გადაწყვიტა, რომ დანარჩენი თანხის დაფარვა საკუთარი ხელფასიდან მოახდინოს.

სამხედრო პოლიციამ დაადგინა, რომ ეს თანხა ბიუჯეტში უკან არ დაუბრუნებია.

,,ეს თანხა დეპარტამენტის უფროსმა სამმართველოს უფროსს მისცა, რომელმაც პირადი მოხმარებისთვის დახარჯა" - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

სამხედრო პოლიციამ მასალები პროკურატურას გადასცა. შიდა ქართლის პროკურატურამ ორივე მოხელეს ბრალი წაუყენა. ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ სასჯელისგან განრიდების პრინციპი გამოიყენეს.

განრიდების პრინციპის გამოყენების ერთერთი პირობა ის იყო, რომ დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსები თანხას ხელფასიდან გადაიხდიდნენ.

ერთი წლის განმავლობაში, 10 481 აშშ დოლარიდან, როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, უკან მხოლოდ 4 ათასი ლარი დაბრუნდა.

მიუხედავად ამისა, 2014 წლის 18 ნოემბერს პროკურატურამ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ფინანსების მართვის უფროსი როინ გიუნაშვილი სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს. სამმართველოს უფროსად კი, ალექსანდრე ბოჭორიშვილი დარჩა.

თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის ცნობით, როინ გიუნაშვილი თანამდებობიდან, ვადის გასვლის გამო, სამხედრო ჰოსპიტალიდან, 2015 წლის აგვისტოში გათავისუფლდა. 2016 წლის ივლისის მდგომარეობით კი, პირადად მას, უკან, მხოლოდ 1 065 ლარი ჰქონდა  დაბრუნებული. თანხის დაბრუნება, სასამართლოს გადაწყვეტილებით და პროკურატურის მოთხოვნით, ხელფასის დაქვითვით ხდებოდა.

2013 წელს ზედმეტად გადახდილი 10 481 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, ხელფასებიდან დაქვითვის მეშვეობით, გრძელდება. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, გადაწყდა, რომ  ხელფასიდან ყოველთვიურად 144 ლარი დაქვითულიყო.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.