Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
ახალი ამბები
ირინა ენუქიძის მოძღვარი: ,,შორენას ბევრი თავდასხმა მოუგერიებია"
სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის მოძღვარი მამა გრიგოლი
(გოგიჩაძე) ამბობს, რომ პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის
წინააღმდეგ ის ეპისკოპოსები ილაშქრებენ, რომელთა წარსული ცხოვრება
შესასწავლია.
ამის შესახებ სასულირო პირმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვარიანში ყოფნისას განუცხადა. მამა გრიგოლი იმ სასამართლო პროცესს ესწრებოდა, რა დროსაც, მისი შუამდგომლობით, ქურდობაში ბრალდებულ თანასოფლელს დანაშაული აპატია.
საპატრიარქოში არსებული მდგომარეობის შესახებ, მოძღვარმა, ჯერჯერობით, უცნობი პირების მიერ გადამწვარი საცხოვრებელი სახლის ფონზე ისაუბრა.
სასულიერო პირს სახლი 2013 წელს დაუწვეს. მანამდე, ფერმას გაუჩინეს ხანძარი. ამ ფაქტების უკან იგი ეკლესიის მაღალი ერარქიის წარმომადგენლებს ხედავს.
მისი თქმით, ასეთი მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირებს, რომლებსაც წარსულში დანაშაულები აქვთ ჩადენილი, უფლება არა აქვთ პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთონ.
,,პატრიარქის მდივანს 1989 წლიდან ვიცნობ. მას ბევრი თავდასხმა მოუგერიებია პატრიარქთან ერთად და ახლაც ასე იქნება." - ამბობს მამა გრიგოლი.
სინოდის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ შორენა თეთრუაშვილს საპატრიარქოს რუხი კარდინალი უწოდა.
ამ განცხადებას წინ, ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგება უძღოდა. მან პატრიარქის დაცვის უფროსი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა და მისი მოხსნა მოითხოვა.
ირინა ენუქიძის მოძღვარი აცხადებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უფრო მეტად დაცვის სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩადენილი ქმედებების წინააღმდეგ ხმის ამოღება მართებთ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |