Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
ახალი ამბები
გორში ღამის საათებში ხმაურით შეწუხებულმა მოსახლეობამ პატრულს მიმართა
გუშინ, საღამოს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ყიფიანის ქუჩაზე ის
ავტომანქანა აღარ დახვდა ადგილზე, რომლის შესახებ 112-ე შეტყობინება
შევიდა.
მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ უცნობ პირებს მანქანაში მაღალი მუსიკა ჰქონდათ ჩართული. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.
,,ჯერ ერთხელ გააფრთხილა პატრულმა, შეეწყვიტათ ხმაური, თუმცა, როგორც კი, წავიდა პოლიცია, ისევ გააგრძელეს ხმაური. მერე უკვე მანქანის ბღუილიც დაიწყეს" - გვითხრეს ყიფიანის ქუჩაზე.
ერთ-ერთი მოსახლის თქმით, პატრული, ბოლო პერიოდში, ასეთ შემთხვევებზე, ბევრჯერ გამოუძახებიათ. ,,პატრულის ბიჭებმა გვითხრეს, რომ ასეთი გამოძახებები პირველი არაა." - აცხადებენ ისინი.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს და შესაბამისი განყოფილება წერილობით მოგვაწვდის.
28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით, დღისა და ღამის საათებში ფიზიკური პირი, ხმაურის გამო, 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით.
საღამოს საათებად 11:00-დან 7:00 პერიოდია განსაზღვრული. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმები ორმაგდება.
კანონპროექტი მესამე მოსმენით ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. შიდა ქართლიდან მას მხარი ყველა დეპუტატმა - იოსებ მაკრახიძემ, (გორი) თემურ ხუბულურმა (გორის რაიონი), გიორგი თოთლაძემ (ქარელი), ირაკლი მეზურნიშვილმა (კასპი) და სიმონ ნოზაძემ (ხაშური) დაუჭირეს.
გამოყენებულია თემატური ფოტო

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |