Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
ახალი ამბები
გორის ბაზარში სამუშაოდ წასული მამაკაცი ,,გორმედში" მოათავსეს - ახალი პროგრამა ცხელ დღეებში
დღეს, 32-წლის მამაკაცი ,,გორმედში" მწვავე ინფექციური დაავადებისა და
მზისგან გამოწვეული პრობლემების ფონზე, მოათავსეს. ამის შესახებ შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა
განუცხადეს.
ინფექციური განყოფილების უფროსი, ლია კალანდაძე ამბობს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ე.წ. მზის დაკვრას და ღია პირობებში სავარაუდოდ გაურკვეველი წარმოშობის საკვების მიღებას.
გორის ბაზარში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში აღმოჩნდა. მას უკვე ახალი პროგრამა შეეხო, რომლის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს ინფექციური, განსაკუთრებით, ინტოქსიკაციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამოკვლევები უფასოდ უტარდება.
,,პროგრამა 3-თვიანია და ძირითადად ზაფხულის პერიოდს მოიცავს. პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება ლაბორატორიაში გამოკვლევებისთვის. იქიდან მიღებული პასუხი თავის მხრივ სპეციალისტებს ეხმარებათ მკურნალობის სწორად წარმართვაში," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი მარი გიუნაშვილი.
მისი განმარტებით, კვლევების ნაწილი უფასოა და ის ვრცელდება, როგორც სტაციონარულ, ასევე, ამბულატორიულ პაციენტებზე.
,,გორმედის" ინფექციური განყოფილების უფროსი ლია კალანდაძე განმარტავს, რომ ცხელი დღეების განმავლობაში, აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით წყლის. იგი პაციენტებს ურჩევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თავი შეიკავონ გაზიან სასმელების მიღებისგან (ფანტა, კოკა-კოლა). მინერალური სასმელები ეფექტურია ჯანმრთელი ადამიანისთვის, ხოლო დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, უმჯობესია უგაზო მინერალური სასმელების მიღება.
ლია კალანდაძე აცხადებს, რომ ყოველთვის დაუშვებელია ინტოქსიის გამომწვევ მიზეზად საზამთროს მიღება, როგორც ამას მოქალაქეები ჩვეულებრივ პირობებში უჩივიან:
,,ცხელ დღეებში ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, ეს იქნება ოფლით, მზეზე დგომით, სითხის მიუღებლობით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ თბილი, მზეზე ნადგამი ნებისმიერი საკვების მიღებისგან. კარგი იქნება ასევე თუ ასეთ დროს არ მიიღებენ შემწვარ-მოხრაკულ საკვებს" - აცხადებს ინფექციური დაავადების სპეციალისტი.
რაც შეეხება ე.წ. მზის დაკვრას, სპეციალისტი მოსახლეობას ურჩევს, რომ გამოიყენონ კეპი ან თავსაბურავი.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |