Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ажьырныҳәa 2026 »»
п в с ч п с в
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მიმდინარე სეზონზე გორში ქლიავის მოსავალმა ბალსა და ატამს გადააჭარბა, ვაშლი კი ახალ ბაზრებს ელოდება
გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, თესლოვანი ხეხილის მაღალი მოსავალია მოსალოდნელი. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ კომისიის წევრებმა განაცხადეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრიდან მიღებული მონაცემებით, დაითვალეს, რომ მიმდინარე წელს კურკოვანი ხილის მოსავალი გასამმაგებული.

ასე მაგალითად, თუკი გასულ წელს, მიღებულია კურკოვანი ხილი 6 664 ტონა, 2018 წლისთვის მისმა რაოდენობამ 20 ათასს მიაღწია. ამათგან, აღებულია 2300 ტონა ბალი, 5000 ტონა ატამი, 7 ათასი ტონა ქლიავი.

რაც შეეხება თესლოვან ხილს, აქ უფრო გაუმჯობესებულ მონაცემებს ფლობენ. 

,,მიმდინარე წელს მოსალოდნელია 127 000 ტონა თესლოვანი ხილის მოკრეფა, გასულ წელს მოკრეფილი ხილის რაოდენობამ 28 800 ტონა შეადგინა" - განაცხადა აგრარული კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მელანაშვილმა.

მისი ცნობით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში 300-400 ჰექტარი ახალი ბაღი შენდება. 

,,მოსახლეობის და ფერმერთა ძირითად ამოცანად დაისახა რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში აღედგინათ თანამედროვე ტიპის ინტენსიური ხეხილის ბაღები. რაც წარმატებით გადაიჭრა ხელისუფლების დახმარებით, გამოიყო შეღავათიანი აგროკრედიტები, მოქმედებაშია ბაღების გაშენების პროექტი ,,დანერგე მომავალი“ სადაც ბაღების გაშენებაში მოსახლეობასთან ერთად სახელმწიფოს წილი შეადგენს 70 %-ს." - აღნიშნა მელანაშვილმა.

დღეის მდგომარეობით გორის მუნიციპალიტეტში ხეხილის ბაღებს 12,949 ჰექტარი უკავია მ.შ. კურკოვანია 2970 ჰა, თესლოვანი 9979 ჰა, კენკროვანი 213 ჰა.

,,ხეხილის ბაღებში დროულად ჩაატარეს აგროტექნიკური ღონიძიებები და მაღალ მოსავალს ელოდებიან, ძევერის, ტყვიავის, ტირძნისის, მერეთის, შინდისის, ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობა და ფერმერები." - დასძენს კომისიის თავმჯდომარე.

მიმდინარე წელს, მოსალოდნელი 127 000 ტონა თესლოვანი ხილიდან გადამამუშავებელი მრეწველობას ჩაბარდება 30 %, დარჩება სარეალიზაციოდ 90 000 ტონამდე, რის რეალიზაციასაც საქართველოს ბაზარი ვერ უზრუნველყოფს. თამაზ მელანაშვილი ფიქრობს, რომ საჭირო იქნება თესლოვანი ხილი გატანილი იქნას რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ
.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.