ახალი ამბები
მიზეზს, რამაც ხიდისთავში მოსახლეობას გზა გადააკეტინა, კვლავ ადგენენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის დაზიანების მიზეზს კვლავ ადგენენ. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.

,,ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი უცნობია, თუ რამ გამოიწვია კონკრეტულად ერთ უბანში სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მიზეზს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დაკვირვების შედეგად დაადგენენ." - აცხადებს პრეს-სამსახური.

გუშინ, ორდღიანი მუშაობის შემდეგ, სოფლის სხვადასხვა უბანში რეზერვუარიდან წყალი ეტაპობრივად გაუშვეს. წყალი ნაწილს მიეწოდებოდა. მანამდე, სოფლის მოსახლეობამ (კერძოდ, ჩინეთის უბნის მოსახლეობამ) გზა გადაკეტა.

იხ. სტატია

2-წლიანი რეაბილიტაციის შედეგად წყალი ,,ჩინეთის უბანს" შეუწყდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები