რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
2-წლიანი რეაბილიტაციის შედეგად წყალი ,,ჩინეთის უბანს" შეუწყდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ძირითადად ჩინეთის უბნის მცხოვრებლები იყვნენ. მათი თქმით, 2018 წლის 27 დეკემბრიდან მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიწოდება. მანამდე, მათი თქმით, ერთ-ერთი გამორჩეული უბანი იყო წყლის მიწოდების კუთხით.

რა მოხდა 27 დეკემბრის შემდეგ? ამის ოფიციალური პასუხი არ არსებობს. სათავე ნაგებობიდან, რომელიც 2 წლის განმავლობაში კეთდებოდა, ,,ჩინეთის უბანში" წყალი დაიკეტა. ,,ჩინეთის უბნელები" ამბობენ, რომ წყალი სოფლის მხოლოდ ერთ ნაწილში მოდის.

,,ჩვენ ასე ვიცოდით, რომ ხიდისთავის სასმელი წყლის პროექტის განხორციელება უზრუნველყოფდა მთლიანად სოფელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ წყალი დაგვიწყდა, ხოლო იმ ადგილებზე, სადაც საერთოდ არ მოდიოდა, იქ მიდის წყალი" - მარინა ფუხაშვილი. მისი თქმით, შეცდომები სად დაუშვეს, მოსახლეობამ არ იცის.

ხიდისთავის წყალმომარაგების პროექტის განხორციელება 2 წლის წინ დაიწყო. ახალი დრენაჟი ,,წყალშემკრები ავზი" სოფელ ატენის შესასვლელში, მდინარე ტანას ნაპირზე გააკეთეს. ის დეკემბრის მეორე ნახევარში მწყობრიდან იყო გამოსული.

გორის მერიას ხიდისთავის პროექტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. რაც შეეხება პროექტს, ის ორი ეტაპისგან შედგებოდა:

პირველი პროექტი 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. მეორე კი – 2017 წლის აგვისტოში.

1 პროექტის ხელშეკრულება კომპანია ,,COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS“ საქართველოს ფილიალთან (შემოკლებით ,,კობრა გრუპთან“) 2016 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. ხელშეკრულება გააფორმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ღირებულება 1 მლნ 714 000 ლარი იყო, სამუშაოები კი 2017 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტით, კომპანიას უნდა მოეწყო მაგისტრალური მილსადენი და 3 რეზერვუარი, რომლებიც სათავე ნაგებობას დაუკავშირდებოდა.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, გორის გამგეობამ კომპანიას ვადა 2017 წლის 30 აპრილამდე გაუგრძელა. ,,კობრა გრუპის“ წარმომადგენელი ირმა რატიანი ამბობს, რომ ხიდისთავში ნაკისრი ვალდებულებები ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეასრულეს. იგივეს ადასტურებს მუნიციპალიტეტის მერიაც.

მიუხედავად ამისა, ხიდისთავში პრობლემის წინაშე მაინც დადგნენ – 2017 წელს დაფინანსებული მეორე ეტაპის პროექტი 30 აპრილს ვერ დასრულდა, რადგანაც კონტრაქტორმა კომპანიას მილები სათავე ნაგებობასთან არ მიუერთებია.

მეორე ეტაპის ამ სამუშაოებს ახლა რუსთავში რეგისტირებული კომპანია ,,ალგეთი“ ახორციელებს. ხელშეკრულება, 2017 წლის 25 აგვისტოს, 294`999 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმდა.

,,მეორე ეტაპის დროს რეზერვუარებთან უნდა მომხდარიყო მილების დაერთება. ეს რეზერვუარები 1965-67 წლებშია დამონტაჟებული და მიწის ქვეშ მდებარეობს. სამწუხაროდ, დროულად ვერ მოიძებნა დაერთების ადგილი. კომპანია ეცდება, რომ დაერთების ადგილი დროულად მონახოს. როგორც კი წყალი დაიკლებს, მუშაობა გაადვილდება“, – ამბობს გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.