რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
შიდა ქართლის დეპუტატებმა ,,რუსულ კანონს'' მხარი დაუჭირეს
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ "აგენტების კანონს" მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1.

"ქართული ოცნება":


ზაზა ლომინაძე
დავით მათიკაშვილი
​სამველ მანუკიანი
ლევან მაჭავარიანი
ლევან მგალობლიშვილი
მამუკა მდინარაძე
ირაკლი მეზურნიშვილი
გოგი მეშველიანი
ირაკლი მეძმარიაშილი
სავალან მირზოევი
გივი მიქანაძე
იმედა ნიკურაძე
ანტონ ობოლაშვილი
ბექა ოდიშარია
ანრი ოხანაშვილი
შალვა პაპუაშვილი
გელა სამხარაული
ნიკოლოზ სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
დავით სონღულაშვილი
გიორგი სოსიაშვილი
ალექსანდრე ტაბატაძე
ნოდარ ტურძელაძე
ირაკლი ქადაგიშვილი
ლევან ქარუმიძე
მერაბ ქვარაია
სალომე ქურასბედიანი
ალუდა ღუდუშაური
თენგიზ შარმანაშვილი
ირაკლი შატაკიშვილი
გიორგი ჩაკვეტაძე
გოდერძი ჩანქსელიანი
ქეთევან ჩარკვიანი
ვასილ ჩიგოგიძე
გიორგი ცაგარეიშვილი
ბეჟან წაქაძე
ნინო წილოსანი
ხატია წილოსანი
გრეტა წიწავა
შოთა ხაბარელი
გიორგი ხახუბია
სალომე ჯინჯოლავა
გიორგი ბარვენაშვილი
გია ბენაშვილი
რიმა ბერაძე
მაია ბითაძე
ანზორ ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე
მაკა ბოჭორიშვილი
ელგუჯა გოცირიძე
ბექა დავითულიანი
ალექსანდრე დალაქიშვილი
ზაურ დარგალი
ისკო დასენი
ზაალ დუგლაძე
გოჩა ენუქიძე
გია ვოლსკი
ირმა ზავრადაშვილი
ირაკლი ზარქუა
არჩილ თალაკვაძე
ედიშერ თოლორაია
რატი იონათამიშვილი
ლადო კახაძე
გიორგი კახიანი
კახა კახიშვილი
პაატა კვიჟინაძე
ბაია კვიციანი
ირაკლი კირცხალია
სუმბატ კიურეღიანი
ლევან კობიაშვილი
რესან კონცელიძე
მარიამ ლაშხი
დიმიტრი სამხარაძე

"ხალხის ძალა":

დავით კაჭარავა
გურამ მაჭარაშვილი
სოზარ სუბარი
ეკა სეფაშვილი
ვიქტორ ჯაფარიძე
ირაკლი (დაჩი) ბერაია
ზაალ მიქელაძე
დიმიტრი ხუნდაძე
მიხეილ ყაველაშვილი

"ევროპელი სოციალისტები":

ავთანდილ ენუქიძე

რადიო თავისუფლების ცნობით, კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზი დაატოვებინა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და "ლელო"-ს წევრს ანა ნაცვლიშვილს.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილეს მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;

მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;

მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. "აგენტების კანონის" მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

"ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.