რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის
შუამდგომლობა და ბრალდებული შედარებით მსუბუქი მუხლით გასამართლდა.
გადაწყვეტილება 2026 წლის 29 სექტემბერს მიიღეს და გუშინ გამოქვეყნდა.
პროკურორი ია მეფარიშვილი ბრალდებულის მიმართ განზრახ მკვლელობის
მცდელობის მუხლით გასამართლებას ითხოვდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმის განხილვა 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა.
რა მოხდა?
პროკურორის განცხადებით, 2024 წლის 20 აპრილს, ღამით, სოფელ ო-ში, ლ. მ.-მ გ. თ.-ს დანა დაარტყა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის გულმკერდის არეში. დაზარალებული გადარჩა სამედიცინო დახმარების შედეგად.
საქმის მთავარი საკითხი იყო არა მხოლოდ ის, თუ ვინ დაჭრა დაზარალებული, არამედ რა განზრახვით მოქმედებდა ბრალდებული. პროკურატურა მიიჩნევდა, რომ ბრალდებულს დაზარალებულის მოკვლა სურდა და ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა, სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით.
დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებულის გამართლებას. ალტერნატიულად, თუ მისი ბრალეულობა დადასტურდებოდა, ქმედების კვალიფიკაციას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად, სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, დაზარალებული აცხადებდა, რომ არ იცოდა, ვინ დაჭრა. თუმცა, პროკურატურამ წარადგინა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მკურნალობის დროს, დაზარალებული თანმხლებ პირებთან განიხილავდა დაჭრის ფაქტს.
,,დაზარალებული სხვა პირებთან საუბარში განიხილავდა, როგორ მიეცა ისეთი ჩვენება, რომ ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა. საუბარში ნათქვამი იყო, რომ არ დაესახელებინა დამნაშავე და ეთქვა, თითქოს არ იცოდა, ვინ დაჭრა.'' - წერია გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ ფარული ჩანაწერები მომხდარი შემთხვევის გარემოებების შეფასებისას გაითვალისწინა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა. რაც შეეხება დანის დარტყმას, სასამართლომ განმარტა, რომ დანის რამდენჯერმე დარტყმა და მძიმე ჭრილობების მიყენება თავისთავად არ ამტკიცებს, რომ ადამიანს მსხვერპლის მოკვლა ჰქონდა განზრახული.

ამავე კატეგორიაში
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე
გაუხანგრძლივეს.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა.
ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან
ესტუმრებიან.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია
გათვალისწინებული.
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა
გამოკრული.
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია
აღნიშნული, 45 წლის და 49 წლის მამაკაცები 2024 წლის 16 სექტემბრიდან
იყვნენ პატიმრობაში.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები