გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანაში კომპანია „გარემოს დაცვის ეკოცენტრის“ სპეციალისტები 3 თვის განმავლობაში შეისწავლიან, როგორ დაიცვან ადგილობრივი მოსახლეობა ძლიერი წვიმების დროს მთის ფერდობიდან ჩამომავალი წყლისგან.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როდესაც 2023 წელს სტიქია მოხდა. ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2026 წლიდან ესტუმრებიან.
„წვიმის დროს ფერდობიდან წამოსულმა წყალმა შესაძლოა საცხოვრებელი სახლები დააზიანოს, ჩამორეცხოს ნიადაგი და ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს. სწორედ ამ რისკების შემცირებაა დაგეგმილი სამუშაოების მთავარი მიზანი", - წერია საპროექტო დავალებაში, რომლის მიხედვით სპეციალისტებმა უნდა იმოქმედონ.
როგორც დოკუმენტში წერია, ეკოცენტრის წარმომადგენლები შეისწავლიან მთის ფერდობს, ნიადაგს, წყლის ნაკადებსა და ხევს, რათა დაადგინონ, საიდან მოდის წყალი, როგორ მოძრაობს და რა საფრთხეს უქმნის სახლებს.
„ამის შემდეგ შეიმუშავებენ კონკრეტულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, მათ შორის ფერდობიდან ჩამომავალი წყლის სამართავად მიწის ზვინულების მოწყობასა და ხევში დაბალდაწნევიანი ბარაჟის მშენებლობას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
პროექტის მომზადება პირველი ნაბიჯია, თავად დამცავი ნაგებობების მშენებლობა კი შემდგომ ეტაპზე მოხდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები