რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის
3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში, ჩანდიგარსა და
შილონგში, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ
მე-12 საერთაშორისო ცეკვისა და მუსიკის ფესტივალის ფარგლებში
გამართავს.
14:29 / 25.11.2026
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ
საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის
მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს, მათ შორის დოესს, ქვახვრელს,
უფლისციხესა და ხიდისთავს.
14:27 / 25.11.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული
გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს
გადაღებული ფოტოების შედარებით ჩანს, რომ ნიადაგის მოძრაობა არ
შეჩერებულა და დაზიანებულ მონაკვეთებს შორის დაშორება გაიზარდა.
14:26 / 25.11.2026
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და
ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს. EU-UNDP-ის პროექტის
(M4EG) მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივა ამხანაგობების
გაძლიერებას, AI წიგნიერების ინტეგრირებას, ცხოველების ჰუმანურ
მოვლა-პატრონობასა და სათემო ფესტივალების ორგანიზებას ისახავს
მიზნად.
14:23 / 25.11.2026
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში 81 წლის ელენე სიუკაევის
ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ქარელის სოციალური
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელახალი
გადამოწმების შედეგად ოჯახს იმაზე დაბალი ქულები მიენიჭა, ვიდრე
აქამდე ჰქონდა.
14:22 / 25.11.2026
პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური
ორწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ დღეს გლდანის ციხეს დატოვებს. იგი
2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმის მუხლით
გაასამართლეს, თუმცა გიგაური აცხადებდა, რომ სამართალდამცველის
მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ თავს იცავდა.
14:21 / 25.11.2026
გორის მერიას ლევიტანასა და გაგლოაანს შორის მდებარე ხიდბოგირის
აღდგენა 220 000 ლარი დაუჯდა. 2024 წლის სტიქიის დროს დაზიანებული
გადასასვლელის მშენებლობა, უამინდობისა და წყალუხვობის მიზეზით,
სამჯერ გადავადდა.
14:18 / 25.11.2026
გორის მერიამ 2026 წლის 9 თვეში 11 მილიონი ლარი ვერ აითვისა, მაშინ
როცა ტანას ხეობის 10-მდე სოფელი ისევ გზის გარეშეა. ადგილობრივები
ზამთრის მოახლოებას შეშის ბარათებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე
ხვდებიან და შიშობენ, რომ ხეობას მოსახლეობისგან მიზანმიმართულად
ცლიან.
15:11 / 23.11.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურში 2021 წელს მოწყობილი სკვერი
სოფელს მოსწყდა. 2023 წელს ადიდებულმა მდინარე ტანამ ხის
დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია, რომლის ნაკვალევიც დღეს აღარ ჩანს,
ადგილობრივ ხელისუფლებას კი გადასასვლელი ამ დრომდე არ აღუდგენია.
15:09 / 23.11.2026
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალური ცნობით, ტემპერატურის
კლებისა და მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს
დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ
საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ
შეუწყდებათ.
15:07 / 23.11.2026
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.






