ბლოგი
ახალგაზრდების ინიციატივა ქალაქის პრობლემების შესახებ

13.02.2015 სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის  ხელმძღვანელობით გორში ახალგაზრდების საინიციატივო  ჯგუფი შეიქმნარომელიც გორის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნას უყრის საფუძველს და მის ჩამოსაყალიბებლად ემზადებაათწევრიანი ჯგუფი სამოტივაციო ესეებით და გასაუბრებით შეიქმნა და შემადგენლობაში არიან სტუდენტებილექსო კაპანაძედავით ყაზარიშვილიანა კლდიაშვილიანი სამხარაძეგიორგი ოგანესიანიეკა ადუაშვილითეო გიორგაშვილიშმაგი ბერუაშვილი და გიორგი ლომსაძეპროექტირომელიც მხარდაჭერილია საარჩევნო სისტემების განვითარებისრეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის სტუდენტების შერჩევასა და მომზადებას გულისხმობს.

16:06 / 13.02.2015
ახალგაზრდული საბჭოს საინიციტივო ჯგუფის წევრები მერთან კონკრეტული წინადადებებით წარსდგნენ

11.02.2015 გორში, მერიის სხდომათა დარბაზში ახალგაზრდული სათათბიროს საინციატივო ჯგუფის შეხვედრა ქალაქის მერთან ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილთან გაიმართა.  მოტივირებული და აქტიური ათი ახალგაზრდა მერის წინაშე სიღრმისეულად და ნაყოფიერად წინასწარ შემუშავებული ორი ძირითადი

პრობლემით წარსდგა. თავის მხრივ ზურაბ ჯირკველიშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ის საკითხებიც წამოჭრა, რომლის შესწავლა და დამუშავება ახალგაზრდული საბჭოს საინიციატივო ჯგუფის წევრების მეშვეობით სურს.

17:30 / 11.02.2015
,,ბერო, დაჰკარ ბუკი" - სოფლის მცველები

10.02.2015 ბერბუკელები სოფლის გადარჩენას და ისტორიას ბერებს უკავშირებენ. სათვალთვალო კოშკის

ზემოთ გამაგრებული მცველები, შემოსეული მტრების შემჩნევის შემდეგ, ქვემოთ სართულზე მყოფ ბერებს ჩასძახებდნენ: ,,ბერო, დაჰკარ ბუკსა"-ო. ბუკის ხმაზე კი მოსახლეობა გახიზვნას ასწრებდა, ან საბრძოლველად ემზადებოდა.

 

 

01:36 / 11.02.2015
პატიოსნების წმინდა ადგილი გორის რაიონში

გორის რაიონის სოფელ ატენში, ე.წ. ხუნგალის ტერიტორიაზე, ტრადიციისამებრ, ოჯახში ახლადმიყვანილი რძლები და, ასევე, ქალიშვილები მოსალოცად მიჰყავთ. იმ ადგილას, სადაც ქალიშვილები და რძლები სიწმინდეს პატივს სცემენ, ეკლესია იყო აშენებული. ამჟამად, იქ,

მხოლოდ ქვების გროვებია. ტრადიცია ხალხურ გადმოცემას უკავშირდება, რომლის მიხედვით, სხვადასხვა ოჯახში გაზრდილ და-ძმას ერთმანეთი შეუყვარდებათ. მალულად ჯვარს ხუნგალის ეკლესიაში დაიწერენ. ჯვრისწერის დროს ეკლესია დაინგრევა, ხოლო და-ძმა დაიღუპება.

22:41 / 26.01.2015
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრის შედეგები

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით გორში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც გორის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნას უყრის საფუძველს და მის ჩამოსაყალიბებლად ემზადება. ათწევრიანი ჯგუფი სამოტივაციო ესეებით და გასაუბრებით შეიქმნა და  შემადგენლობაში არიან სტუდენტები: ლექსო კაპანაძე, დავით ყაზარაშვილი, ანა კლდიაშვილი, ანა სამხარაძე, გიორგი ოგანესიანი, ეკა ადუაშვილი, თეო გიორგაშვილი, შმაგი

ბერუაშვილი და გიორგი ლომსაძე. პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ, ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის სტუდენტების შერჩევას და მომზადებას გულისხმობს.

16:35 / 05.01.2015
ჭიქების სროლა რესტორანში და დაზარალებული გოგონა

რესტორან ,,სპორტკაფეში” მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გორის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. საქმე გასროლილ ჭიქას ეხება,

რომელიც ერთ-ერთ სუფრაზე მჯდომ გოგონას მოხვდა. ჭიქის მსროლელი, 40 დღიანი გამოძიების შემდეგ, გორის სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ 1000 ლარით 26 ივნისს დააჯარიმა. ინციდენტი კი აპრილში მოხდა.

09:18 / 28.06.2014
გორის მერობის კანდიდატები სტუდენტ ბლოგერებთან და გამოხმაურება მათ ინიციატივებზე (Video)

2014 წლის 30 მაისს გორის მერობის კანდიდატები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ვიდეობლოგებში გაჟღერებულ იმ ინიციატივებს გამოეხმაურნენ, რომლებიც გორის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მოამზადეს. ვიდეობლოგების ავტორებს მერობის კანდიდატები – ზურაბ ჯირკველიშვილი (,,ქართული ოცნება”),

არჩილ საბიაშვილი (,,ნაციონალური მოძრაობა”), მამუკა ნოზაძე (,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”), ვასილ ბუთხუზი (არასაპარლამენტო ოპოზიცია) და თამაზ მაყაშვილი (,,ერთიანობის დარბაზი”) შეხვდნენ.

 

01:07 / 31.05.2014
სტუდენტ ილია მიდელაშვილის ვიდეობლოგი – ინიციატივა მომავალ მერს (Video)

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი ილია მიდელაშვილი

ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: ქალაქში ავტომანქანების და ფეხით მოსიარულეთა მოუწესრიგებელი მოძრაობის მოგვარება. მას გადაღებული აქვს კადრები იმ რისკების შესახებ, რაც მანქანის მოძრაობისას მძღოლს და ფეხით მოსიარულეს შეიძლება შეექმნას. ასევე მისი სურვილია შეკეთდეს დაზიანებული მინისტადიონები.

08:57 / 30.05.2014
სტუდენტ მამუკა ყაულაშვილის ვიდეობლოგი – ინიციატივა მომავალ მერს (Video)

გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტი მამუკა

ყაულაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: გორში, განსაკუთრებით სკვერებში საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოები დაიდგას. მას გადაღებული აქვს ამის ამსახველი ფაქტები და ასევე მოწესრიგდეს სპორტული ინფრასტრუქტურა.

00:41 / 30.05.2014
სტუდენტ აპოლონ ლოცულაშვილის ვიდეობლოგი – ინიციატივა მომავალ მერს (Video)

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი აპოლონ ლოცულაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: საბოლოოდ გადაწყდეს სტალინის ძეგლის

საკითხი, მისი როლი ქალაქის ტურისტული სფეროს განვითარებისთვის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ტურისტულ ცენტრის მომსახურებაში მდინარე ძამის და მდინარე ატენის ხეობაში არსებული კულტურული ძეგლების მარშუტების გათვალისწინება.

00:36 / 30.05.2014
რეკლამა
ვიდეორეპორტაჟი
,,თბილისური დერბი გორში" - ასე უწოდეს დღევანდელ შეხვედრას გულშემატკივრებმა.
ლეილა ელბაქიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ზამთარს ძამას ხეობის მშობლიურ სოფელში გაატარებს.

ამ ნაკვეთით სარგებლობისთვის, მაგალითად, 2017-2018 წლებში ,,გეორგია 21-ეს“ გადახდილი აქვს 8,7 ათასი ლარი.

,,ვამხილოთ ფეოდალი მაკრახიძე" - ამ შინაარსის აქცია გორში ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა გამართეს. ,,ვამხილოთ
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორის დღეზე მოცეკვავეები, რომლებიც წვიმიან ამინდში აცეკვეს, წაიქცნენ (VIDEO)
ვიდეოში ჩანს, რომ მოცეკვავეები სცენაზე წვიმის დროს ცეკვავენ. სცენის ზედაპირზე ფეხი დაუცდათ
სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
,,ერთი ეს მითხარით, ჩემთან რატომ არ გიშვებენ?“ - გვითხრა გენადი ბოსიკოვმა. - ,,ესე იგი, თქვენთვის საფრთხეა და ჩემთვის არა?
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.