რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ტანას ხეობის სოფლებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად უგზოობა და შეშის დეფიციტი აწუხებს
გორის მერიამ 2026 წლის 9 თვეში 11 მილიონი ლარი ვერ აითვისა, მაშინ როცა ტანას ხეობის 10-მდე სოფელი ისევ გზის გარეშეა. ადგილობრივები ზამთრის მოახლოებას შეშის ბარათებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე ხვდებიან და შიშობენ, რომ ხეობას მოსახლეობისგან მიზანმიმართულად ცლიან.
15:11 / 23.11.2026
ზემო ბოშურში სკვერი მდინარის გაღმა დარჩა - 2023 წელს დანგრეული ხიდი ამ დრომდე არ აღდგენილა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურში 2021 წელს მოწყობილი სკვერი სოფელს მოსწყდა. 2023 წელს ადიდებულმა მდინარე ტანამ ხის დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია, რომლის ნაკვალევიც დღეს აღარ ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებას კი გადასასვლელი ამ დრომდე არ აღუდგენია.
15:09 / 23.11.2026
გაზის გათიშვა გადაიდო - 24-25 ნოემბერს შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგება აღარ შეუწყდება
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალური ცნობით, ტემპერატურის კლებისა და მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო. შესაბამისად, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ.
15:07 / 23.11.2026
გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია შეიწყალეს
გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან. ისინი იმ 232 ადამიანს შორის მოხვდნენ, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
15:06 / 23.11.2026
„სოკარ გაზის“ წარმომადგენელი წერს, რომ ბუნებრივი აირის გათიშვა გაზაფხულამდე გადაიდო
„სოკარ გაზის“ ქარელის ფილიალის მენეჯერი, გივი ბუზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბუნებრივი აირის გათიშვა გაზაფხულამდე გადაიდო. თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არც კომპანიას და არც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას არ გაუვრცელებია.
15:05 / 23.11.2026
გაზის გათიშვის გამო გორის სკოლებში სასწავლო პროცესის განრიგი იცვლება
ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გამო, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებს სასწავლო განრიგის შეცვლის რეკომენდაცია მისცა. 24 ნოემბერს გაკვეთილები შემოკლდება, 25 ნოემბრის სასწავლო დღე კი რომელიმე შაბათს გადაიტანება. ცვლილება შეშის ღუმელებით გამთბარ სკოლებს არ ეხება.
15:04 / 23.11.2026
„პატრიარქი კირილე ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელია“ - მეუფე იობი მოსკოვში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქმა ომი აკურთხა და მხარი დაუჭირა. მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას კი სასულიერო პირი დიპლომატიის ნაწილად აფასებს.
14:49 / 22.11.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კურსს გადაუხვია და ახლა მხილებაა საჭირო. სასულიერო პირი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ბოლო ქადაგებების დროსაც საუბრობს.
14:48 / 22.11.2026
24-25 ნოემბერს შიდა ქართლში მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანს შეუწყდება. შეზღუდვის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოებია.
14:47 / 22.11.2026
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მოსკოვში პატრიარქ კირილეს იუბილეზე იმყოფება
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს შეეხო.
14:46 / 22.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.