გორში ზებრა-გადასასვლელების და საგზაო ნიშნების მონიშვნა 90 დღეში ვერ დასრულდა. მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
პროექტზე ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება. საგზაო ნიშნებმა 3 წელი უნდა გასძლოს.
მერიის შესყიდვების სამსახურის ცნობით, სამუშაოები ივლისში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა დასრულებულიყო. ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა იმის გამო, რომ ამ ხნის განავლობაში წვიმები იყო.
მტკიცებულების სახით, ზედამხედველობის სამსახურმა მერს გორის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობა წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 90 დღიდან 33 დღე წვიმდა. შესაბამისად, მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ვადა 33 დღით გაახანგრძლივა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები