რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თბილისში გრძელდება მრავალათასიანი დემონსტრაციები რუსული კანონის წინააღმდეგ
კვირას, 28 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის
მოედანზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაცია
დაიწყო.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით იმართება.
დემონსტრაცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს.
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები „აგენტების კანონის“, - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ - წინააღმდეგ.
„აგენტების კანონი“ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
წყარო: რადიო თავისუფლება

ამავე კატეგორიაში
რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ კირილეს იუბილეზე ჩასული ქართული
დელეგაციის სახელით უკრაინის ეკლესიის არაღიარებისა და „ზეწოლისადმი
დაუმორჩილებლობის“ შესახებ სკანდალურ ციტატას ავრცელებს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ
რუსეთის პატრიარქმა ომი აკურთხა და მხარი დაუჭირა. მოსკოვში
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას კი სასულიერო პირი
დიპლომატიის ნაწილად აფასებს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან საუბრისას
აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კურსს გადაუხვია და ახლა მხილებაა
საჭირო. სასულიერო პირი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ბოლო
ქადაგებების დროსაც საუბრობს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 24 ნოემბრის
04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება კასპის,
გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა
ბაკურიანს შეუწყდება. შეზღუდვის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე
მიმდინარე სამუშაოებია.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სტუდენტურ გაცვლით
პროგრამებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს
შეეხო.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები