რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
გორელმა ჟურნალისტებმა ინგლისურის სამწლიანი სასწავლო კურსი დაასრულეს
გორელმა ჟურნალისტებმა ინგლისურის სამწლიანი სასწავლო კურსი დაასრულეს. სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისიტეტში გაიმართა. მათ კურსის წარმატებით დასრულება პროექტის ხელმძღვანელმა, ნინო ხოსროშვილმა მიულოცა და სერთიფიკატებიც თავად გადასცა.

,,ეს არის ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი, სპეციალურად ჟურნალისტებისთვის. პროექტის სახელია ,,ინგლისური ჟურნალისტებისთის“. ხორციელდება საქართველოს 8 ქალაქში. კონტიგენტი არის როგორც ქართული, ასევე ეთნიკური უმცირესობები.  ჩვენი მიზანია, რომ ინგლისურის ცოდნა განვავითაროდ ჟურნალისტებს შორის, რათა მოხდეს ინფორმაციის მოძიება და სამუშაო პროცესში, უფრო მეტად, ინგლისურის გამოყენება.“-აცხადებს ნინო ხოსროშვილი.

ჟურნალისტებს ინგლისურს გორელი ლექტორი, მაია ბოლაშვილი ასწავლიდა. პროექტის ხელმძღვანელებმა ნაყოფიერთი თანამშრომლობისთვის სერთიფიკატი მასაც გადასცეს და მადლობა გადუხადეს.

,, ჩვენი რეგიონის ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი იყო ჩართული და მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ გამონახეს დრო და ძალიან მოტივირებულები მოდიოდნენ გაკვეთილებზე, მიუხედავად მათი დატვირთული დღის რეჟიმიდან.“-ამბობს მაია ბოლაშვილი.

პროექტის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამწლიანმა ინტენსიურმა კაკვეთილებმა მათი ინგლისურის ცოდნის დონე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.

,,ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, რომელშიც ხშირი არის რუსული აგრესია, გამოხატული სხვადასხვა ფორმით. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ახორციელებს საინფორმაციო ომს პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ. ამ კამპანიების ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჟურნალისტები ფლობდნენ უცხო ენას, ინგლისურს, იმისათვის რომ მათ საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე.“-ამბობს ლექსო ვალიაური.

„სამი წელია მიდმინარეობდა ეს პროექტი და მე დასაწყისიდანვე ჩართული ვარ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო როგორც პროფესიული ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, ასევე, ენის უნარჩვევების განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნა ჩემს გარდა, სხვა მონაწილეებსაც გამოადგებათ, როგორც ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში.“-აცხადებს ანა ბალიაშვილი.

ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ცოდნისა და უნარების მიხედვით, ინგლისურ ენას ორ ჯგუფად სწავლობდნენ. პროგრამა ორგანიზაცია ,,ლინგვა ლების" მიერ, აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით განხორციელდა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.