,,ვინ არის კარგმო.....ლი?!" - დაპირისპირება გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე
საკრებულოს დამოუკიდებელი წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა სოფელ ვარიანის წარმომადგენელს, იმ მიწების დარეგისტირების გამო, პასუხი მოსთხოვა, რომელსაც დეპუტაის მეზობლები თხოულობენ. ,,რატომ დაირეგისტრირე მიწები" - ირმა ამბარდნიშვილის ამ ფრაზას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც კომისიის სხდომა დამთავრდა. qartli.ge-მ ინციდენტის ნაწილის გადაღება შეძლო.

შეგახსენებთ,  qartli.ge-მ ორი დღის წინ ვარიანიდან სადავო მიწის ნაკვეთების თაობაზე რეპორტაჟი მოამზადა. სოფლის დეპუტატის მეზობლები აცხადებენ, რომ დეპუტატმა ის მიწის ნაკვეთები დაირეგისტრიდა, რომელსაც 35 წელია თვითონ ფლობდნენ.

სტატიის გამოქვეყნების დროს, ირმა ამბარდნიშვილმა კომენტარი გააკეთა. ამბარდნიშვილის განცხადებით, საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებდა და სოფლის მოსახლეობის ინტერესებს დაიცავდა.

ვარიანის დეპუტატი, მიხეილ გოგებაშვილი აცხადებს, რომ მას არავისი მიწის ნაკვეთი არ მიუთვისებია. ,,დავირეგისტრირე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც აუთვისებელი იყო და მისით არავინ სარგებლობდა. კანონის მიხედვით კი, სოფელში ნორმაც კი არ მაქვს შესრულებული, რაც თითოეული მოსახლისთვისაა გათვალისწინებული. საუბარია ჰექტარნახევარ მიწაზე" - აცხადებს გოგებაშვილი.

იხ. ამავე თემაზე

ვარიანში სოფლის დეპუტატს მიწის ნაკვეთის მითვისებაში ადანაშაულებენ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები