რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვარიანში სოფლის დეპუტატს მიწის ნაკვეთის მითვისებაში ადანაშაულებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მაყვალა კოკაურის ოჯახი სოფლის დეპუტატს უპირისპირდება. მაყვალა კოკაურის თქმით, სოფლის დეპუტატმა, მიხეილ გოგებაშვილმა ის მიწის ფართობი დაისაკუთრა, რომლითაც კოკაურები 35 წლის მანძილზე სარგებლობდნენ.

,,ერთი თვის წინ, ივნისში, ამ ტერიტორიაზე შემოიყვანეს ტრაქტორი და ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს. აქ მიწის ნაკვეთი გვქონდა, იდგა ხეები, ვაძოვებდით საქონელს. ნაკვეთს ჯერ კიდევ ჩემი მამამთილი უვლიდა. როდესაც ის გარდაიცვალა, ჩვენ გავაგრძელეთ ბაღით სარგებლობა. გავიგეთ, რომ ფართი მიშიკო გოგებაშვილმა გაიფორმა. ვკითხეთ, რატომ გააკეთა ეს. გვიპასუხა, რომ მაინც არ უვლიდითო." - ამბობს მაყვალა კოკაური.

ფოტოზე: სადავო ნაკვეთი მწვანე ფერით



სოფლის დეპუტატი, მიხეილ გოგებაშვილი აცხადებს, რომ მას არავის კერძო საკუთრება არ მიუთვისებია:

,,ეს მიწის ნაკვეთი იყო აუთვისებელი ტერიტორია. აქ არავითარი ბაღი ან ხე იდგა. იყო ცარიელი ადგილი. მდებარეობს გზის პირას. გადავწყვიტე, რომ სახელმწიფოსთვის მიმემართა და მეთხოვა, რომ დანაკლისი შევსებულიყო. მოგეხსენებათ, რომ თითო ოჯახს ჰექტარნახევარი ეკუთვნის." - აცხადებს მიხეილ გოგებაშვილი.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.