7 ,,კორუფციული" ფაქტი გორის მერიაში, რომელიც აუდიტის დასკვნამდე Qartli.ge-მ მიაგნო
2019 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების შესაბამისობის დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 16 რეკომენდაციისგან შედგება. აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების უმრავლესობა qartli.ge-ზე გამოქვეყნებულია.

ასე მაგალითად:

1. აუთვისებელი გრანტი პოლონეთიდან



სტატიები:



აუდიტი: 2017 წლის 31 ივლისს გორის მუნიციპალიტეტსა და პოლონურ მხარეს5 შორის
გაფორმდა შეთანხმება პარტნიორობაზე. შეთანხმების თანახმად, პოლონურმა მხარემ გრანტის სახით გამოყო 68 354 ევრო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ დაფინანსების ფარგლებში განახორციელებდა სოფელ ტინისხიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის რეაბილიტაციას და აღჭურვას.

პროექტის შესრულების ვადა ხელშეკრულების პირობების მიხედვით განისაზღვრა 2017 წლის 30 ნოემბრამდე.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისად, გრანტის სახით მიღებული დაფინანსების გამოყენება პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული გამოწვეული იყო მუნიციპალიტეტის მიერ დაშვებული სხვადასხვა ხარვეზით.

კერძოდ: საგრანტო შეთანხმების გაფორმების დროს დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეთანხმებას ხელი მოაწერა 2017 წლის 31 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არ ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული საკრებულოს წინასწარი თანხმობა და მთავრობის ნებართვა გრანტის აღებაზე. აღნიშნული პროცედურების განხორციელება დაიწყოდაგვიანებით, საგრანტო დაფინანსების მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები 2017 წლის 28 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდნენ პოლონეთში, სადაც შედგა წინასწარი შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობაზე და გრანტის გამოყოფაზე.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტს დროულად უნდა დაეწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საკრებულოს წინასწარი თანხმობისა და მთავრობის ნებართვის აღება. დაგვიანებით დაწყებული პროცედურების გამო, მთავრობის ნებართვა მიღებული იქნა 2017 წლის 13 სექტემბერს. ნებართვის მიღების შემდეგ მოხდა ჩარიცხული თანხის კონვერტაცია ლარში, რამაც 200 149 ლარი შეადგინა.


გრანტის ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება განხორციელდა 21 სექტემბერს, ხოლო შესყიდვის განხორციელების მიზნით ტენდერი გამოცხადდა 3 ნოემბერს.

ტენდერზე წინადადებების მიღება დასრულდა 15 ნოემბერს, თუმცა შესყიდვის პროცედურები აღარ გაგრძელდა. ამავე პერიოდს დაემთხვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის პროცესი. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 26
დეკემბრის ოქმის მიხედვით, სატენდერო პროცედურები შეწყდა.

შეწყვეტის მიზეზად მოყვანილია ის გარემოებები, რომ 24 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას გამოვლინდა ხარვეზები და იგი საჭიროებდა კორექტირებას.

ამასთან პოლონურ მხარესთან გაფორმებული შეთანხმების პირობების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 30 ნოემბერს, რაც არსებული გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 27 ნოემბერს პოლონურ მხარეს აცნობა, რომ შეთანხმებულ ვადაში ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს და სთხოვა პარტნიორობის ვადის გაგრძელება რამდენიმე თვით. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მუნიციპალიტეტს ავალდებულებდა, რომ პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი ხელისშემშლელი ფაქტორებისა და პრობლემების შესახებ მოეხდინა პარტნიორის ინფორმირება.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გამოიკვეთა თანხის მიღების მომენტიდანვე, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს პოლონური მხარისათვის და არ მიუწოდებია შესაბამისი ინფორმაცია.

27 ნოემბერს გაგზავნილი წერილის პასუხად, პოლონურმა მხარემ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ასახული 200 149 ლარით შესაძლებელი გახდა 65 070 ევროს შეძენა, რომელიც პოლონურ მხარეს გადაერიცხა 30 დეკემბერს.

რაც შეეხება დარჩენილ 3 285 ევროს, აღნიშნული თანხა პოლონურ მხარეს გადაერიცხა 2018 წლის იანვარში, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 10.2 ათასი ლარი.


2.   აუთვისებელი თანხის 5 მლნ ლარის ამბავი





სტატიები:

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხები. კერძოდ, 5,089.2 ათასი ლარი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი და ხარჯებში აუთვისებელი თანხაა.

აღნიშნული მიანიშნებს მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან განკარგვაზე. ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ არსებული თავისუფალი ნაშთი დროულად და მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული მოსახლეობის სასიკეთოდ.

3. ატენის წყლის ამბავი




სტატიები:



2016 წლის 3 მაისს, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „გელას“, სოფელ ატენის წყალსადენის ქსელის პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვისთვის. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა 1 მლნ 061.1 ათასი ლარი.

2017 წლის 7 ივნისს, მე-2 ეტაპის სამუშაოების შესყიდვისთვის, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ნდს მშენებლობას“, მერიამ სამუშაოები ჩაიბარა 2018 წლის 11 მაისს და მიმწოდებელს აუნაზღაურა 1 მლნ 533.4 ათასი ლარი.

ატენის წყალსადენის მოწყობაზე, მუნიციპალიტეტმა სულ დახარჯა 2,594.5 ათასი ლარი.


2019 წლის 14 თებერვალს, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა პროექტი. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვეა წყალი მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება შეფერხებით, ხოლო ნაწილს - საერთოდ არა აქვს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება 2018 წლის ნოემბრის შემდეგ, რაც გამოწვეულია წყლის დებეტის შემცირებით. 2017 წლის ზაფხულიდან, სოფელ ატენში მიმდინარეობს სახელმწიფო მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მერიის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სამუშაოებიმიმდინარეობდა სათავე ნაგებობის და მისი სადრენაჟო სისტემის უშუალო სიახლოვეს, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყალშემცველი ფენების დაზიანება და მოპოვებული წყლის დებეტის შემცირება.

აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი პრობლემის შესახებ, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 14 სექტემბერს აცნობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სთხოვა არსებული გარემოების გათვალისწინება სამუშაოების წარმოების პროცესში. დეპარტამენტმა თავის მხრივ, წერილით მიმართა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას და სთხოვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განეხილათ საკითხი.

მუნიციპალიტეტმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარმოუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები იმის შესახებ, მოხდა თუ არა საკითხის ადგილზე შესწავლა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად და დაისახა თუ არა პრობლემის თავიდან აცილების გზები.

საბოლოოდ სამუშაოების წარმოების შედეგად სათავე ნაგებობაზე წყლის დებეტი შემცირდა და წყლის სისტემა დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში (2019 წლის აპრილში) მუნიციპალიტეტმა განახორციელა შესყიდვა დაკარგული წყლის საძიებო სამუშაოებზე და ძიების შედეგების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე. საძიებო და საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 20 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო შესაბამისი სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ ეტაპზე გათვალისწინებულია დაახლოებით 200 ათასი ლარი.

ამრიგად, შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს დამატებით მოუწევს, დაახლოებით, 220 ათასი ლარის ხარჯის გაწევა.

შედეგად წყლის სისტემა, რომლის მოწყობაზეც ჯამში დახარჯულია 2,594.5 ათასი ლარი, 2018 წლის ნოემბრიდან გამართულად ვერ ფუნქციონირებს, ხოლო მუნიციპალიტეტს პრობლემის მოსაგვარებლად უწევს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, დაახლოებით, 220 ათასი ლარის დახარჯვა.


4. საბავშვო ბაღის მოწყობა





სტატიები:

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მან ვერ გამოავლინა, რომ მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

მიუხედავად საქმიანობაში არსებული ხარვეზებისა და სამუშაოების ნაწილის უხარისხოდ შესრულებისა, მერიამ არ დააჯარიმა მიმწოდებელი, არ შეუწყვიტა მას ხელშეკრულება და პირიქით გაუზარდა მიწოდების ვადები. გარდა ამისა, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა დაედგინა გამომწვევი მიზეზები და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები საპროექტო ორგანიზაციის მიმართ, რაც არ განუხორციელებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის პროცესში სავარაუდოდ არ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების სასარგებლოდ. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტის განხორციელება და მოსახლეობა ვერ სარგებლობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო თანხა - 91.0 ათასი ლარი, დახარჯულია არაეფექტიანად.


5. ტენდერები - იბოლია, შარა და საგზაო სამშენებლო სამმართველო




სტატიები


2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით, 33 ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით სულ 18 მლნ 785.2 ათასი ლარი.

33 ტენდერიდან გაიმარჯვა:

21 შემთხვევაში - შპს „საგზაო სამმართველო №1- მა“
8 შემთხვევაში - შპს „იბოლიამ“
4 შემთხვევაში შპს „შარამ“

ამ შესყიდვებიდან 21 ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში.


6. მერიის შიდა აუდიტის სამსახური




სტატია:

აუდიტი: 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა 25 აუდიტორული შემოწმება. შემოწმებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 22 ა(ა)იპ და მუნიციპალიტეტის 3 სამსახური.

აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის მიზანია ორგანიზაციაში არსებული სისტემების, პროცესების, შიდა კონტროლის მექანიზმების შესწავლა და მათი ფუნქციონირების შემოწმება.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სამსახურმა შეისწავლოს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა, შეაფასოს, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არაადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ.

წარმოდგენილი მონაცემებით, შიდა აუდიტის სამსახურს შესწავლილი აქვს მერიის მხოლოდ სამი სტრუქტურული ერთეული. მას არ შეუსწავლია მერიის სხვა სამსახურების საქმიანობა. სამსახურს არ განუხორციელებია წინასწარი შესწავლისა და რისკის შეფასების სათანადო პროცედურები. აღნიშნული პროცედურების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ძირითადი რისკების, არსებული დარღვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება.

რაც შეეხება, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ აუდიტებს, გამოვლენილია სხვადასხვა სახის კონკრეტული დარღვევა-ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორების მიზნით გაცემულია რეკომენდაციები. თუმცა აღნიშნული რეკომენდაციები არის ზოგადი
ხასიათის და არ მიუთითებს სისტემაში არსებულ ხარვეზებზე. სამსახურის მიერ არ გამოვლენილა სისტემური დარღვევა-ნაკლოვანებები და არ შემუშავებულა ამ ხარვეზების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები.


7. სკრის გზის ამბავი




სტატიები:



2017 წლის 4 მაისს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი სოფელ სკრის ცენტრიდან დევნილთა ჩასახლებაში მისასვლელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 300.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი: შპს „იბოლია“ სატენდერო წინადადებით 300.0 ათასი ლარი და ამხანაგობა „მშენებელი“ სატენდერო წინადადებით 252.0 ათასი ლარი.

სატენდერო მოთხოვნებით განსაზღვრული იყო 7 დასახელების ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობა. ამ მოთხოვნიდან რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობა იწვევდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა წარმოადგინა 4 დასახელების დოკუმენტაცია.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნა, ვინაიდან მან არ წარმოადგინა დანარჩენი 3 დასახელების დოკუმენტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტების დაზუსტება არ იწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას და არ ზრდიდა სატენდერო ღირებულებას, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა, რადგან სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო არსებული მოთხოვნა.

საბოლოოდ ტენდერში გაიმარჯვა 48 ათასი ლარით უფრო მაღალი სატენდერო ფასის მქონე პრეტენდენტმა - შპს „იბოლიამ“.

სატენდერო დოკუმენტაციით ისეთი მოთხოვნების განსაზღვრა ზღუდავდა კონკურენციას და იწვევდა პრეტენდენტების მიმართ დისკრიმინაციულ და არასამართლიან მიდგომას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
გარდა ტვირთებისა, უფლისიციხიდან და ატენიდან დაბრუნებულ მძღოლებს
სიმთვრალე-სიფხიზლეზეც ამოწმებენ.
გარდა ტვირთებისა, უფლისიციხიდან და ატენიდან დაბრუნებულ მძღოლებს სიმთვრალე-სიფხიზლეზეც ამოწმებენ.
13:54 / 09.08.2020

"მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა.

00:30 / 09.08.2020
,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ
ცხინვალში, მილიციონერი,
,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ ცხინვალში, მილიციონერი,
19:06 / 08.08.2020
ნიქოზის ეკლესია 2008 წლის აგვისტოში ორჯერ დაიბომბა.
ნიქოზის ეკლესია 2008 წლის აგვისტოში ორჯერ დაიბომბა.
13:19 / 08.08.2020
"ამ შაბათს გოგიძიაანთში ქორწილიაო", "კეხვში კეხურა ვაშლებს დახუნძლული ასხიაო", "მიუხედავად არეულობისა, ქურთაში ისევ ბევრი ოსური ოჯახები ცხოვრობენო",
11:57 / 08.08.2020
ვიდეორეპორტაჟი

"მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა.

,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ ცხინვალში, მილიციონერი,
ღონისძიებაზე პუბლიკაციის "ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია
,,ღამის ოთხ საათზე წამოვედი იქიდან. ჩემი მეზობელი ამოვიდა ჩემთან და - ამირან, შენი ჭირი მეო!
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რაისა ჯიოევი - დევნილი აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ

,,მე ეგრე მითხრეს: ,,შენ დარჩიო და შენი ქმარი გაუშვიო"- და-მეთქი გუშინ ხო არ გავთხოვდი

ტყემლოვანა - გადაფორმებული სოფელი კონკორდატის სახელით
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.