15 მაისი ოსური ენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა
ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა გლობალური პანდემიის გამო მისი
ჩატარება გადაიდო.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების
სკოლაში უნდა გამართულიყო.
,,მე ამ ღონისძიებისთვის, ოსი საზოგადო მოღვაწეების შესახებ,
მოვამზადე მასალა. ასევე, ვისწავლე რამდენიმე ლექსი. სამწუხაროდ,
ღონისძიება ამ ეტაპზე არ გაიმართა" - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ სკრის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ელიაური.
შავშვებში ოსური ენის დღე 2019 წელსაც
აღნიშნეს. ამ სკოლაში
ოსური ენის სწავლება მე-7 წელია მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები