რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დოკუმენტური ფილმის ,,ცხინვალი 1920"-ის გადაღებები სექტემბერში დასრულდება
100 წელი გადის ,,ბოლშევიკების აჯანყებიდან", რომელიც 1920 წელს ცხინვალში მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაახშეს. ამ ფაქტის აღსანიშნავად, ისტორიკოსებისა და დოკუმენტალისტების ინიციატივით, ფილმის გადაღება გადაწყდა.

,,ცხინვალი 1920" - ასე გქვია ფილმს, რომლის გადაღებებიც უკვე მიმდინარეობს. ფილმის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.

იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ საქართველოს საარქივო ფონდებში დაცული მასალებით შეძლებენ რუსეთის იდეოლოგიურ მანქანას, ისტორიული სიმართლე მთელი სიზუსტით დაუპირისპირონ, ხოლო საუკუნის წინ მომხდარ აჯანყებაზე გენოციდის იარლიყის მიკერება ვეღარ შეძლოს. 

"ცხინვალი 1920-ზე" მომუშავე ჯგუფის წევრები არიან ისტორიკოსები - დიმიტრი სილაქაძე და დავით ხვადაგიანი.

,,რადგან ფილმი მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ისტორიულ სინამდვილეს უნდა დაეყრდნოს, კვლევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ საარქივო მასალაა - იმდროინდელი დოკუმენტები, პრესაში გამოქვეყნებული ცნობები, ფოტოსურათები და სხვადასხვა ჩანაწერები -1920 წელს ცხინვალში მომხდარი ბოლშევიკური აჯანყების სრულ და რეალურ სურათს სწორედ ეს პატარა ფრაგმენტები ასახავს." - აღნიშნავენ ფილმის ავტორები. 

პროცესს პროფესორ გიორგი ოთხმეზური ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფილმი ის ფორმატია, რომლის მეშვეობითაც, მსოფლიო საზოგადოება სიმართლეს უკეთ გაიგებს და მისი გავრცელებაც უფრო მარტივი იქნება.

"ისტორიის გაყალბების მცდელობას ყოველთვის უნდა გაეცეს პასუხი. სხვათა შორის, ბევრ რამეზე პასუხი უკვე გაცემულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქართველოს ფარგლებს არ სცილდება. უცხოელები ეცნობიან იმ მასალებს, რაც მათ ენაზეა ხელმისაწვდომი. ასე, რომ ფილმის ფორმატი სწორადაა შერჩეული, რადგან მისი თარგმნა არაერთ ენაზე შეიძლება და ვიზუალური მასალითაა დატვირთული, რაც ადამიანებისთვის უფრო საინტერესო და გასაგებია. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საკუთრი სიმართლე საერთაშორისო საზოგადოებამდე მიიტანოს. ოსებთან, აფხაზებისგან განსხვავებით, მაშინ ვერანაირი მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. ამიტომ იყო ქართული ხელისუფლება იძულებული, იარაღით შემოსული ამბოხი იარაღითვე ჩაეხშო და ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინა," - აღნიშნავს ისტორიკოსი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.