რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრები თბილისში აქციაზე მიდიან
გორიდან თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მიდიან.
ისინი თბილისში დაგეგმილ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას და არჩევნების
შედეგებს გააპროტესტებენ.
“ ქართული საზოგადოება, გორელი მოქალაქეები ვუერთდებით გაერთიანებული ოპოზიციის მოწოდებას და მივდივართ თბილისში დაგეგმილ აქციაზე. სამწუხაროდ სხვა გზა არ დაგვრჩა. 21-ე საუკუნეში 2020 წელს ისევ ქუჩაში უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა ისევ იყიდა ქართველი ხალხის ხმები და გააყალბა ჩვენი მომავალი” - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ლაშა ჯიოშვილი.
ამ წუთებში, თბილისში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაა. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება, დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, 2020 წლის არჩევნები არ იყო სამართლიანი, ამიტომ ისინი მის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ისინი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 48.36 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" 26.35 % აქვს.

ამავე კატეგორიაში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ზვავში,
პირველად ისტორიაში
დღეს დილით ავტობანზე ავტოსაგზაო
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები.
დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4
ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან
თოვლში გადმოვარდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები