ახალი ამბები
„ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვის ვარ მზად ამ ქვეყნისთვის“ — ვეფხია კასრაძის ბოლო სიტყვა სასამართლოში
27 აგვისტოს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის
[ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, გიორგი
გორგაძე, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი და ვასილ
კაძელაშვილი] საქმეზე ბოლოს წინა სხდომა გაიმართა. დასკვნითი სიტყვები
დაასრულეს ადვოკატებმა. რეპლიკებზე უარი თქვა როგორც ბრალდების, ისე,
შესაბამისად, დაცვის მხარემაც. რვავე ბრალდებულმა თავისი საბოლოო
სიტყვა თქვა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.
ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ვეფხია კასრაძის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.
დიდი მადლობა ყველას ამ უდიდესი სიყვარულისთვის. დიდი მადლობა ჩვენს ერს თანაგრძნობისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ბატონო მოსამართლევ, არ შემიძლია ეს არ დავაფიქსირო, სამართლიანობის მარცვლისთვის, რაც დავინახე თქვენში. იმედიც გამიჩნდა, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ.
რაც შეეხება ჩემი დაკავების საკითხს, ფაქტობრივად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩემს დამნაშავეობას რამე სახით წარმოაჩენს. რადგან ხმის ჩანაწერი, რითაც მედავება ბრალდების მხარე, არის აბსოლუტურად გაყალბებული. სიყალბეა, ბუნდოვანია, რა დროს არის ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, ვინ გადაიღო. არ არის ავთენტური და ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. არამარტო ჩემში, არამედ თქვენში და ნებისმიერში. ურთიერთგამომრიცხავია, როდესაც ბრალდება ბრალს მიყენებს, თითქოს მე რაღაცას ვაორგანიზებდი, რადგან მე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება მქონდა ამ პროცესის მიმართ.
მე ზუსტად ვიცი, რა გავიარეთ ჩვენ 90-იან წლებში. დიდი შიში მქონდა, რომ არეულობაში არ გადასულიყო და ჩემს თავს ვალდებულად ვთვლიდი, როგორც ომის ვეტერანი, როგორც საქართველოსთვის მებრძოლი, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და რიგითი ჯარისკაცი, რომ საზოგადოებასა და სპეცრაზმს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება. იმ მხარესაც ის ადამიანები იდგნენ, რომლებთანაც შეიძლება ბრძოლაშიც ვყოფილიყავი ნამყოფი. აქეთ მხარეს კიდევ, ეს მართლაც ბრილიანტის ხალხი, საოცარი ადამიანების თაობა.
ძალიან ხშირად მოვუწოდებდი სიმშვიდისკენ. პირველივე დღესვე შევთავაზე პროკურატურას, ამოეღო ის კადრები. მე მოვუწოდებდი რობოკოპებს, სპეცრაზმელებს, ასევე მეორე მხარეს, რომ დაწყნარებულიყვნენ. წარმოიდგინეთ, ჩემს მოწოდებაზე სიტუაცია დამშვიდდა. პოლიციელებსაც კი დავუსვი კითხვა, შეეცადეთ თუ არა, რომ ეს ხალხი დაგემშვიდებინათ-მეთქი. არაფერი არ გაუკეთებიათ, მათ ეჭირათ მხარე.
მე პარტიაშიც კი დავაყენე საკითხი – რაღაცნაირად შუაში ჩავდგები. ვეტერანების პატივისცემით… ვმსჯელობდით, რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ პროცესების გაკონტროლებას.
აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია ბრალდება და ჩემი კონკრეტული ქმედება და კონკრეტული სურვილები. ყოველთვის ვემიჯნებოდით ჩვენ – პარტიულად ჩვენი მიზანიც იყო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მანიფესტაცია კონსტიტუციის ფარგლებში. არცერთ ჩვენს წევრს, არცერთს ჩვენი ახალგაზრდულიდან არასოდეს არაფერი ქმედება არ ჩაუდენია საზიანო და კანონს მიღმა.
ეს ბრალდება არის აბსოლუტურად ყალბი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. არა მხოლოდ უდანაშაულოდ ვცნობ თავს, ბატონო მოსამართლევ, ერთადერთი კითხვა მაქვს 9 თვის განმავლობაში – რისთვის? ვერ ვიგებ… 9 თვეა, ციხეში ვზივარ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. 90-იანი წლებიდან მოვდივარ. მე დღეს არ დამიწყია საქართველოსთვის ბრძოლა. მოვდივარ ბრძოლით. მინდოდა ცვლილებები ქვეყანაში. ზუსტად იმისთვის ვიბრძოდი, რომ დღეს რა პოლიტიკაც გვაქვს, რა პროკურატურა და რა სასამართლოც გვაქვს, ასეთი არ გვქონოდა. მინდოდა და დღესაც მინდა, ისეთ საქართველოში ვიცხოვრო, ბატონო მოსამართლევ, რომ თქვენ არავინ მიგითითოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და თქვენს ღირსებას არ შეეხონ. მე ეს მინდა და მგონი, თქვენც ეს გინდათ. ვერავინ მიუთითოს ბატონ ვაჟას და ბატონ ვახტანგს [პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს], რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღონ. ასეთი საქართველოსთვის იბრძვიან ეს ახალგაზრდები. მე ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ ასეთი ადამიანები გავიცანი.
არ დადგენილა არანაირი კონტაქტი ჩვენი. აბსოლუტურად. ამოიღეს სახლიდან ტელეფონებიც, კომპიუტერებიც. რაღაც კონტაქტი ხომ უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენი კომუნიკაცია დადგენილიყო? როგორ უნდა დააორგანიზო, თუ ადამიანებთან არანაირ კონტაქტს არ ამყარებ?
ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დევნა. ჩემზე და არა მხოლოდ ჩემზე. ჩვენი პარტიის ლიდერები, ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც საპყრობილეში იმყოფებიან სრულიად უსამართლოდ. სხვა პოლიტიკური ლიდერებიც. რადგან არ გამოცხადდნენ იმ არარსებული და არაღიარებული პარლამენტის რაღაც კომისიაზე.
რატომ ვარ საერთოდ მე ამ ბრძოლაში ჩართული და რისთვის ვიბრძვი – ეს არის პირველ რიგში ვალდებულება საკუთარი სამშობლოს წინაშე. ეს არის ვალდებულება ჩემი დაღუპული მეგობრების წინაშე, ჩემი და ჩვენი უდიდესი წინაპრების წინაშე, რომლებმაც უდიდესი თავდადების ფასად მოიტანეს ქვეყანა ჩვენამდე. ვალდებულება ილია ჭავჭავაძის წინაშე, ვალდებულება მერაბისა და ზვიადის წინაშე.
ბევრჯერ მიფიქრია, რომ დავიღალე, ძალიან დავიღალე, ხვდებით? ამდენი ბრძოლა გამოვიარე. 20 წელი ომში მომიწია ცხოვრებამ. მაგრამ არ მაძლევს ამის უფლებას რაღაც ძალა… ეს არის ის ვალდებულება. სამშობლოს სიყვარული, რა მგონია იცით? რაღაც უზარმაზარი ჭაობია, რაც უფრო ღრმად შედიხარ, რაც უფრო მიიწევ წინ, უფრო მეტად ეფლობი შიგნით და ბოლოს მაინც გშთანთქავს. მაგრამ ერთი საუკეთესო თვისება აქვს სამშობლოს სიყვარულს, რომ აუცილებლად გიფასებს სამშობლო მისდამი სიყვარულს. მარადისობაში გრძნობ ალბათ ამას. მე ასე ვიცხოვრე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება.
ვიბრძოლებ იქამდე, სანამ ეს ქვეყანა არ გახდება სრულიად დამოუკიდებელი, არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა და სანამ არ გახდება ევროკავშირის წევრი. მე არ მინდა, ჩემს შვილებს დავუტოვო ეს საბრძოლი.
დღეს ეს ბიჭები, ქალბატონო თამარ, ბატონო ვაჟა, ბატონო ვახტანგ, ზუსტად იმისთვის იბრძვიან, რომ თქვენს შვილებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. იმისთვის სწირავენ ეს ბიჭები თავს, რომ ყველა თქვენგანის გასაკეთებელს აკეთებენ.
უამრავი რამ მოვაკელი ჩემს შვილებს. შემეძლო, ძალიან კარგად მეცხოვრა. აწყობილი სამშენებლო კომპანია მივატოვე და წავედი, დავბრუნდი და დავრჩი, რომ სოფელი არ დაცლილიყო საოკუპაციო ზოლთან. შემეძლო, კარგად მეცხოვრა, მაგრამ ამის ვალდებულება გამაჩნდა. დღეს, მარტო მე კი არა, ჩემნაირ ადამიანებს, ახალგაზრდებს, როგორც სასამართლოს უდგებით ფეხზე, ეს ბიჭები რომ შემოვლენ, უნდა წამოუდგეთ ფეხზე. სადაც შევლენ, მაღაზიაში იქნება თუ სადმე სხვა დაწესებულებაში, ყველგან უნდა წამოუდგნენ ფეხზე, თუ გვინდა, ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ.
ძალიან დიდი გულისტკივილი მაქვს. სამწუხაროდ, შეშინდა ზოგი დიდი რეპრესიებით, ძალიან ბევრმა დამივიწყა.
ვეტერანების და ამ ქვეყნის ჯარისკაცების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. ამ ადამიანებზე დგას ჩვენი საქართველო და არ შეიძლება, მოვექცეთ ისე, როგორც დღეს მე მომექცა სახელმწიფო.
ერთადერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი ცხოვრებაში, რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ. ეს არის ის, რომ 2012 წელს მე ამ ხელისუფლებას ხელი შევუწყვე, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. აი, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული. მაგრამ ცვლილებები იყო საჭირო ქვეყანაში. 10 ათასი ხმა მაინც მოვუტანე და ჩემი დაკავებით, 20 ათასი ხმა დაკარგეს და კიდევ ბევრს დაკარგავენ, სანამ მე ბრძოლა შემიძლია და მე ამ ბრძოლას არაფრის დიდებით არ შევწყვეტ.
ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვის ვარ მზად ნებისმიერ წამს ამ ქვეყნისთვის. მე არ მინდა სიცოცხლე, თუ ჩვენი პარლამენტის თავზე რუსული დროშა იფრიალებს. სანამ ვსუნთქავ, ვერავინ მოახერხებს მაგას, რომ საქართველოს შეუცვალოს კურსი.
[მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ვეფხიას მისამართით ამბობს რეპლიკას: „არ მინდა, რომ გაგაწყვეტინოთ“.]
ჩვენს ქვეყანას უნდა დავუბრუნოთ ფუნქცია და ამიტომ ვარ მე პოლიტიკაში.
[მოსამართლე ბოდიშის ტონით აწყვეტინებს ვეფხია კასრაძეს და უმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა გააწყვეტინოს, პოლიტიკაზე სასაუბროდ არ არის ვეფხია იქ.]
მესმის… მაგრამ ჩემი საქმე მთლიანად არის პოლიტიზებული. მე პოლიტპატიმარი ვარ. ჩემი საქმე არის შეკერილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით – რომ ვიდექი პარტია „ლელოს” გვერდით და ვიბრძოდი საქართველოს მომავლისთვის. ეს ქვეყანა არის უდიდეს განსაცდელში. სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
მე აკვანში გავიზარდე. დედა მომიყვა, პირველად ბრძოლიდან რომ დავბრუნდი: როგორც არ უნდა გამეკოჭე, მარჯვენა ხელს მაინც ამოაძვრენდი და ნაჭერი, როგორც დროშა, ისე გეჭირა და იქნევდიო. მარჯვენა ხელი სულ ამოყოფილი გქონდაო. ალბათ დაბადებიდან იყო ჩემში მებრძოლი სული და თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი. ამიტომაც მოვედი აქამდე. არცერთი წამით არ ვნანობ.
[ვეფხიამ დასასრულს ლექსის თქმის უფლება ითხოვა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი: ძალიან გთხოვთ, საბოლოო სიტყვაში საქმესთან დაკავშირებით უნდა ისაუბროთ.
ვეფხია: მე ან მოვიპოვებ თავისუფლებას, ან ამ ბრძოლას შევეწირები. ვერ შევეგუები უსამართლობას ვერასდროს. ვერასდროს, ჩემს ცხოვრებაში, ვერ ვეგუებოდი ადამიანების ჩაგვრას, უსამართლობას. ვიბრძვი დღემდე და ვიბრძოლებ. ან მივიღებ სამართლიან განაჩენს, ან მე შევეწირები ამ უსამართლობასთან ბრძოლას.
მოსამართლე: მადლობა.]

ამავე კატეგორიაში
ჯერ კიდევ 2004 წლის 9 სექტემბერს, გორში მდებარე რესტორან
"გუდაბერტყიაში",
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ
ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა
ატრაქციონები,
სინდისის პატიმრების მშობლები გორში ჩამოვიდნენ
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები