რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ალვინა გაგლოშვილი ოქროსოფლიდან
ალვინა გაგლოშვილი, ქარელის რაიონის სოფელ ოქროსოფელში უკვე ორმოცდაათი წელია ცხოვრობს. გათხოვების დღიდან აქაა და ამ ხნის განმავლობაში სოფლის სახეცვლას თავისი თვალით ხედავს. ადრე, როგორც ამბობს, ბალახსაც ვერ ნახავდით – იმდენი საქონელი ჰყავდა ხალხს და იმდენი მოძრაობა იყო, რომ ერთი მტკაველი მიწაც კი დაუმუშავებელი არ რჩებოდა.

,,ოდნავ რომაც კი წვიმს, უკვე მანქანას უჭირს ამოსვლა. მაგალითად, ერთხელ ჩემი შვილი მოვიდა, ღამე დავწექით და წვიმა დაიწყო. წამოხტნენ და გაიქცნენ, რომ წვიმას გაესწროთ. თითქოს სიცოცხლეს გრძნობ, როცა გადიხარ შენს არემარეზე. სადმე რომ წასული ვარ და ფეხს რომ შევდგამ ისევ აქ, მსიამოვნებს და სიცოცხლის ენერგიას ვგრძნობ.'' - ამბობს ალვინა გაგლოშვილი

სოფელს „ოქროსოფელი“ გადმოცემით დაერქვა – ამბობენ, თითქოს კაცს ოქრო რქმევია და მისი სახელიდან მიიღო სოფელმა ეს სახელი.

,,ეს არის ქარელის რაიონის სოფელი ოქროსოფელი. გათხოვებიდან 50 წელია აქ ვარ. ორმოცდაათი წლის წინ ბალახსაც ვერ ნახავდით, იმდენი საქონელი ჰყავდა ხალხს და იმდენი მოძრაობა იყო, რომ ერთი მტკაველი მიწაც კი დაუმუშავებელი არ რჩებოდა. თქმულებით, თითქოს კაცს ოქრო რქმევია და სოფელსაც "ოქროსოფელი" დაურქმევიათ. გადმოცემით ასე ვიცით.''

ალვინა იხსენებს, რომ ოდნავ წვიმის დაწყებაც კი პრობლემას ქმნის – მანქანას უჭირს ამოსვლა. ერთხელ მისი შვილი სტუმრად იყო, ღამით წვიმა დაიწყო, წამოხტნენ და სასწრაფოდ წავიდნენ, რომ გზას არ გაჭირვებოდნენ. მისთვის, როცა წასული სოფელში ბრუნდება და ფეხს აქაურ მიწაზე დგამს, ეს ყოველთვის სიცოცხლის ენერგიას ანიჭებს.

„მინდა, რომ აქ ხალხი იყოს,“ – ამბობს იგი. – „თუ რამ გაგიჭირდა, ვიღაც უნდა იყოს, რომ დაგეხმაროს. თუ იწვიმა და ტრანსპორტი ვერ მოვიდა, სასწრაფოც ვერ მოაღწევს. ახლა მე და ჩემი მეუღლე ასაკში ვართ და ამ შიშით ვცხოვრობთ.“

,,მაგალითად, არის ისეთი მომენტი, როცა იწვიმა, გზა გაიჭირვა და ტრანსპორტი ვერ მოვიდა — სასწრაფოც კი. ახლა უკვე ასაკში ვართ მე და ჩემი მეუღლე და შიში გვაქვს, რომ ვაითუ ვერ მოვიდეს სასწრაფო და ვერ მოგვეშველოს ვინმე. ეს განცდა ყოველთვის არის.''

სოფელი მას და მის მეუღლეს არასდროს მიუტოვებიათ. ადრე აქ ოთხმოცი კომლი ცხოვრობდა, იყო რვაწლიანი სკოლა. ცხოვრობდნენ ბოღიშვილები, ჩიბირაშვილები, კულუმბეგაშვილები. დღეს კი მუდმივად მხოლოდ სამი ოჯახია, კიდევ ოთხი ზამთარში მიდის და გაზაფხულზე ბრუნდება.

„არცერთი წუთით არ მიგვიტოვებია სოფელი მე და ჩემმა მეუღლემ. ადრე აქ 80 კომლი ცხოვრობდა. იყო რვაწლიანი სკოლა. ცხოვრობდნენ ბოღიშვილები, ჩიბირაშვილები, კულუმბეგაშვილები. ძირითადად ახლა სამი ოჯახია მუდმივად, ოთხი ოჯახი კი ზამთარში მიდის და გაზაფხულზე ბრუნდება. ოდესღაც ეს სოფელი ძალიან შემოსავლიანი იყო — დასავლეთ საქართველოდანაც კი მოდიოდნენ სამუშაოდ, რომ ემუშავათ და გასამრჯელო მიეღოთ. მაგრამ ახალგაზრდებს მაინც არ მოსწონთ და არ უნდათ აქ ცხოვრება. არ არის იმდენი შემოსავალი, თანაც უწყლობაა — ბაღის მოსარწყავად წყალი არ არის, თორემ ეზოში ყველამ გამოყვანილი აქვს ონკანი. აღარ არის იმდენი ხალხი და არც მოვლა, მოსავლელად აღარავინ მოდის. თავისთავად ცხადია, გზაზე იმდენს დახარჯავენ, რომ მოსავალსაც ვეღარ მიიღებენ.“ – ამბობს ალვინა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.