რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ქალის გინების გამო დაკავებულ მამაკაცს გაფრთხილება მისცეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრები, 50 წლის მამაკაცი, ქალის გინების გამო, დააკავეს.

მოსამართლე ნინო შარაძემ ადმინისრაციული წესით დაკავებულ პიროვნებას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, რომ მსგავს სიტუაციაში მომავალში ნერვები და გრძნობები მოთოკოს.

სოფელ გარიყულაში 2 მაისს მომხდარი ინციდენტი დღეს სასამართლოში განიხილეს.

საქმე იმაშია, რომ ის ქალბატონი, რომლის გინების გამო პოლიციამ პიროვნება დააკავა, გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა.

შეამჩნია, რომ გზის სავალ ნაწილზე თანასოფლელის მანქანა არასწორად იდგა და მეორე მანქანის მძღოლის მოძებნა დაიწყო.

„ოჯახში ვიყავი ნასვამი, ამ დროს მეძახის ქაბატონი, მანქანა ვისია, გადააყენეთო, გავიხედე, ჩემი მანქანა იდგა, ქალბატონი კი ჩემი თანასოფლელი აღმოჩნდა. გამიკვირდა, მანქანის გადაყენებას რატომ მთხოვდა. იქ, სადაც გავლა უნდოდა, ნანა კი არა, კიდევ ხუთი კაცი გაეტეოდა მანქანებით. ნასვამი ვიყავი, მანქანა არ გადავაყენე და, სწორედ, ამ მიზეზით არ დავჯექი საჭესთან. მერე შემოვიდა ოჯახში და გამლანძღა, მარტო ლანძღვაც არ იკმარა, მაგინა ქალმა და ამას როგორ მოვუთმენდი, ავდექი და მეც ვაგინე, რაზეც ახლა თქვენს წინაშე ბოდიშს ვიხდი, ბატონო მოსამართლევ.“ - მიმართა მოსამართლე ნინო შარაძეს მამაკაცმა.

სასამართლოზე პოლიციელმა დაკავებული დადებითად დაახასიათა.

„ბატონო მოსამართლე, მე მეკუთვნის ის ზონა, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს, ხშირად მიწევს მორიგეობა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს პიროვნება სხვა დროს მსგავს სიტუაციაში არ შემინიშნიშნავს, სოფელშიც დადებით პიროვნებად ხასიათდება. რაც შეეხება გუშინ მომხდარს, ეს ადამიანი არ ტყუოდა, ის ქალბატონი, რომელიც მანქანის გადაყენებას ითხოვდა, თავისუფლად გაივლიდა ისე, რომ მანქანას არაფერი დაუშავდებოდა, მე თვითონ, ჩემი თვალით ვნახე ის ადგილი.“ - თქვა პოლიციელმა.

მოსამართლემ დაკავებული, მხოლოდ, სიტყვიერად გააფრთხილა.

„ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, სხვა დროს არ ყოფილხართ არც ნასამართლევი და არც სამართალდამრღვევი, ამიტომ, მე თავს შვიკავებ და მხოლოდ სიტყვიერად გაგაფრთილებთ. სხვა დროს თუ მსგავს სიტუაცუაში მოხვდით, ბატონო, ძალიან გთხოვთ, ნერვები და გრძნობები მოთოკოთ, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.“- აღნიშნა მოსამართლე ნინო შარაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.