რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ეროვნულ მუზეუმში უფლისციხის პირველი გათხრებისას მოპოვებული ნივთები გამოიფინება
ფოტოზე:  ნაყოფიერების ღვთაების (დიდი დედა ნანას) თავის ფრაგმენტი (თიხა). ყათლანიხევის წარმართული სალოცავის I ნაგებობიდან. ძვ.წ II ათასწლეული.

2017 წლის 16 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა ,,უფლისციხე 60" გაიხსნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ექსპოზიცია არქეოლოგ დურსუნ (დავით) ხახუტაიშვილის დაბადებიდან 93 წლის იუბილეს მიეძღვნება.

პირველი გათხრები უფლისციხეში, 60 წლის წინ, სწორედ, დურსუნ ხახუტაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული ნივთები გამოიფინება. გამოფენა თებერვლამდე გასტანს.

დურსუნ (დავით) ხახუტაშვილი დაიბადა 1924 წლის 16 იანვარს ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში. გარდაიცვალა 1999 წელს 74 წლის ასაკში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს დაამთავრა.

1954-1995წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, განყოფილების გამგე; 1978-1999წწ. ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო წერილი და 10-მდე წიგნი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "უფლისციხე და იბერიის ისტორიის საკითხები", დაიცვა 1967.

1996 - ღირსების ორდენი; 1981 - საპატიო ნიშნისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.

ამ დროის მანძილზე უფლისციხესა და მის შემოგარენში (ყათლანიხევი, ადგილი ბამბები, მუხების გორა, ლაშეთხევი, ჩანახას მიწა, ნასოფლარი უფლისციხე) არქეოლოგიური გათხრის შედეგად გამოვლენილი მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ახ.წ. XVIII საუკუნის ჩათვლით.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილია უფლისციხესა და მის მიდამოებში აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები ქრონოლოგიური პრინციპით. აქ იხილავთ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო, საკულტო-სარიტუალო დანიშნულების მრავალფეროვან ნივთებს, რომლებიც დამზადებულია თიხის, ქვისა და ლითონისაგან (ბრინჯაო, რკინა, ოქრო), მცირე პლასტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს, სამკაულებს, მონეტებს. იმპორტული ჭურჭელი წარმოდგენილია ძალიან მცირე რაოდენობით კერამიკისა და მინის ნაწარმის სახით.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ფეოდალური პერიოდის მასალა უფლისციხის ნაქალაქარიდან (ადრეფეოდალური ხანიდან XVIII ს-ის ჩათვლით). მრავლადაა წარმოდგენილი თიხის ჭურჭელი, შედარებით ნაკლებია მინა, ლითონი, გვხვდება ქართული და შემოტანილი მონეტები.

გამოფენა ,,უფლისციხე 60“ 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.