რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ქართული პასპორტით - ფეხმძიმე ქალი სამშობიაროში მისვლას ვერ ახერხებს
ზემო არცევში, რომელიც, ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, მაია კობალაძე სოფლიდან გასვლას, პასპორტის გამო, ვერ ახერხებს.

ამის შესახებ ცხინვალელი ჟურნალისტი, მარია კოტაევა წერს.

მისი ინფორმაციით, გოგონა, უკვე, 8-თვის ფეხმძიმეა, აგვისტოში მშობიარობა უწევს და, შესაბამისად, ცხინვალის სამშობიარო სახლში მისვლას ვერ მოახერხებს.

მაია კობალაძეს (ავტორის თქმით, სახელი და გვარი შეცვლილია) საქართველოს პასპორტი აქვს. მისმა მეუღლემ ცხინვალში საბუთები წარადგინა, თუმცა, საპასპორტო განყოფილებაში უთხრეს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მისაღებად, საპასპორტოში უშუალოდ, მაიას მისვლაა საჭირო.

მაია ვერც ცხინვალში მიდის, რადგან ის შეიძლება დაიჭირონ და ,,დეპორტაცია" გაუკეთონ, ვერც მავთულხლართებს გადალახავს გორის მუნიციპალიტეტისკენ.

როგორც აღმოჩნდა მაია არცევში

მაია კობალაძეს ზემო არცევში დეიდაშვილები ჰყავს. ის სისტემატიურად მავთულხლართების მიღმა გადაპარვას ახერხებდა და ნათესავებს ნახულობდა.

ცხინვალელი ჟურნალისტი წერს, რომ ახალგაზრდა გოგონა ამას იმ პერიოდში ახერხებდა, როდესაც ე.წ. სასაზღვრო ზოლში მორიგეობა გამკაცრებული არ იყო.

,,აი, ასეთი ვიზიტის დროს გაიცნო არცეველი ვაჟი მაიამ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ" - აცხადებს ჟურნალისტი. მარია კოტაევა ამბობს, რომ ბიჭიკანთ უბანში გოგონამ მშობლები და და-ძმა მიატოვა.

ბიჭიკანთ უბანი არცევის სიახლოვეს მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე არცევის ნაწილს და სხვა დანარჩენ სოფლებს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

2009 წლიდან (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ) ცხინვალის მთავრობამ გამყოფი ხაზის მონიშვნები, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკების მიხედვით, დაიწყო და მავთულხლართების გაბმას შეუდგა.

ბიჭიკანთ უბანი არცევის მიღმა აღმოჩნდა.

სოფელ არცევის წარმომადგენელი მურატ ყაზიევი ცხინვალელ ჟურნალისტთან ამბობს, რომ  უბანი, ფაქტობრივად, არცევის ნაწილი იყო.

,,ადრე ეს დასახლება ჩვენი სოფლის ნაწილი იყო. ცხოვრობდნენ ერთმანეთის სისხლით ნათესავები. 2009 წლის შემდეგ, როცა ტერიტორია რუკებით შეისწავლეს, ბიჭიკანთ უბანი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა" - აცხადებს მურატ ყაზიევი.

საქართველოს მოქალაქეები დე-ფაქტო ტერიტორიაზე

მაიას ისტორია ერთადერთი არაა, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს პასპორტით ცხოვრობს.

მურატ ყაზიევი ამბობს, რომ ასეთი, დაახლოებით, 20 ადამიანია. ცხინვალის მთავრობა მათ პასპორტებს არ აძლევს, რადგან დაბადების მოწმობებში დაბადების ადგილად არ უწერიათ ცხინვალი.


,,არცევის გარდა, ანალოგიურ მდგომარეობაში სოფელ იკორთის მცხოვრებლებიც არიან, მათ საქართველოს პასპორტი აქვთ." - ამბობს მურატ ყაზიევი.

მისი განმარტებით, ომამდე ეს მოქალაქეები ცხინვალის პასპორტის აღებისგან თავს იკავებდნენ და უარს ამბობდნენ. ,,ახლა კი, ჭირდებათ და უნდათ" - აცხადებს ყაზიევი.

რაც შეეხება მაია კობალაძეს, მისი მოქალაქეობის ბედი კვლავ გაურკვეველია.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.