რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესახებ გამართულ დისკუსიაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ მივიდნენ
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრისა“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს დისკუსიას თემაზე: „თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“.

რას მოუტანს ქალაქ გორს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა; რა გამოწვევების წინაშე დადგნენ თვითმმართველი ქალაქები ადგილობრივი არჩევნების წინ და რა გავლენას იქონიებს „თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე - ეს ის საკითხებია, რომელიც ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრთა ნაწილმა განიხილეს.

ირაკლი მელაშვილი (ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში): ,,ამ შეხვედრების მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიცია დავაზუსტოდ, რატომ არ იყო გასაუქმებელი თვითმმართველი ქალაქები, მოვისმინოთ ადგილობრივი აქტივისტების, საკრებულოს წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები და ვიფიქროთ სამომავლოდ იმაზე,  როგორ უნდა გაგრძელდეს თვითმმართველობის რეფორმა. პირველი შეხვედრა იყო ზუგდიდში და იქ ძალიან დიდი აქტივობა იყო. გორშიც საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, თუმცაღა ზუგდიდისგან განსხვავებით გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ შეხვედრაზე მოსულიყვენენ."

ელისო ჯანაშია - პროექტის ხელმძღვანელი: ,,ჩვენ ველოდებოდით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა გაუქმებას. სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ მოვიდნენ დღევანდელ შევედრაზე. დარბაზში ითქვა, რომ უარგუმენტობის გამო ვერ შეძლეს მოსვლა. ეს ვერსია არის ალბათ სიმართლესთან ახლოს."

თეა თედლიაშვილი - შეხვედრის მონაწილე ,,ჩემის აზრით, თუკი მოხდება გაერთიანება მუნიციპალიტეტებისა, ეს შეცვლის მომსახურების მიწოდებას მოქალაქეებთან, ვინაიდან იქნება ერთი გაერთიანებული ბიუჯეტი, რომლითაც უნდა მოემსახურნონ როგორც ქალაქ გორის, ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. თვითმმართველობის იდეა არის ის, რომ ადგილზე ხდებოდეს კონკრეტული პრობლემების მოგვარება. შესაძლებელა, ქალაქის პრობლემა არ იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის სოფლის პრობლემა, ანუ სპეციფიური პრობლემები გააჩნია ქალაქს და სოფელს."

ირაკლი მელაშვილი: ,,სახელმწიფო ორგანოებისგან მე აღარაფერს ველოდები, რომ რამეს გააკეთებენ. ერთადერთი რჩება საკონსტიტუციო სასამართლო. რაც შეეხება მოქალაქეებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საბრძოლი გვექნება, რომ ქალაქებს თვითმმართველობა დაბრუნდეს მომავალი არჩვენებისათვის და ეს არის ჩვენი ამოცანა. ყველაზე სუსტი ადგილი რეფორმის ის იყო, რომ ჩვენ, ნაკლები დროის გამო, ვერ ავუხსენით მოქალაქეებს კარგად, რატომ იყო საჭირო თვითმმართველობა. მოქალაქეებმა ვერ გაითავისეს ეს ყველაფერი. ხელისუფლების აი ამ ნაბიჯებმა მე მგონი აქტუალიზება მოახდინა მოქალაქეებში."

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.