რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი“ - ახალი პროფილები და ქსელური განვითარება
მაღალკვალიფიციური კადრები, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიწოდება - სწორედ ამ მიმართულებებზეა ორიენტირებული სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი“.

,,გორმედი“ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა სალიცენზიო და სანებართვო პირობის დაკმაყოფილებით, რამდენიმე ტიპის სამსახური მოქმედებს. მულტიპროფილურ განვითარებამდე კი, შ.პ.ს. ,,გორმედმა“ თითქმის შვიდწლიანი გზა გამოიარა.

სამედიცინო ცენტრი 2011 წელს შეიქმნა. დაფუძნდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო, რომლის საქმიანობა მთლიანად სამედიცინო სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.

,,თქვენ ალბათ გემახსოვრებათ, ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა სააქციო საზოგადოება ,,გორმედი“, რომლის პირობები შეუთავსებელი იყო იმ პერიოდისთვისაც და დღეს, მითუმეტეს, ჯანდაცვის სფეროში არსებულ ნორმატიულ აქტებთან. ამიტომ, იძულებული ვიყავით, მიგვეღო გადაწყვეტილება - ჩვენ ან უნდა აგვეშენებინა ახალი, სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება, ან უნდა მოგვეხდინა ძველი შენობის რეაბილიტაცია. მოვიწვიეთ უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები და დავიწყეთ არსებული შენობის ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტიზის საფუძველზე კი, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მასში თანამედროვე ტიპის სრულყოფილი სამედიცინო დაწესებულების გამართვა შეუძლებელი იყო, ან უნდა ჩაგვეტარებინა რთული კონსტრუქციული ცვლილებები, რისთვისაც არსებულ შენობას შესაძლოა სიძველის გამო ვერც გაეძლო, სწორედ ამიტომ მივიღეთ ახალი შენობის აგების გადაწყვეტილება და მინდა გითხრათ, რომ დღეს, თუ გადავხედავთ სხვა რაიონულ საავადმყოფოებთან შესაბამისობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი“ წარმოადგენს ერთ-ერთ მოცულობით საკმაოდ დიდ დაწესებულებას. მისი საერთო დატვირთვა, გამოყენებადი ფართი, დაახლოებით 15 000 კვ.მ. გახლავთ. ამ ყველაფერმა კი, ისეთი პროფილების განვითარების შესაძლებლობა მოგვცა, რომლებიც აქამდე გორში არ იყო“, - ამბობს შ.პ.ს. ,,გორმედის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი სვანაძე.



,,გორმედში“ რამდენიმე ტიპის სამსახური მოქმედებს. თვდაპირველად, ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰოსპიტალურ ნაწილზე, რომელიც შედგება ემერჯენსის, ანუ მიმღები და მწვავე-გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურეობის დეპარტამენტისგან. მუშაობს კრიტიკული მედიცინისა და რეანიმაციულ-ანესთეზიოლოგიური სამსახური, ასევე, ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ზოგად ქირურგიას, ჩირქოვან ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ენდოკრინოლოგიურ ქირურგიას, ონკოლოგიურ ქირურგიას, ოფთალმოლოგიას, ოტორინოლარინგოლოგიას და ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებას. ასევე, თერაპიული პროფილებიდან მუშაობს ზოგად თერაპიული განყოფილება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ზოგად თერაპიას, ენდოკრინოლოგიას, ალერგოლოგიას, ტოქსიკოლოგიას, ნეფროლოგიას, გარდა ამისა, ფუნქციონირებს ინფექციური განყოფილება, ნეიროქირურგიული დეპარტამენტი და კარდიოლოგიური განყოფილება და ინვაზიური კარდიოლოგია.


,,რაც შეეხება ინვაზიური კარდიოლოგიის დანერგვას, დაახლოებით 4 წლის წინ, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო გორში ანალოგიური სერვისის მიწოდება, თუმცა, ძვირადღირებული, თანამედროვე ტიპის ანგიოგრაფის დამონტაჟებამ საშუალება მოგვცა, რომ ინვაზიური ჩარევა განგვეხორციელებინა დაახლოებით 670 პირზე, საიდანაც 400 მწვავე გავრცობილი პროცესი გახლდათ, რის საფუძველზეც, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფაქტობრივად, ეს 400 ადამიანი უმძიმეს შედეგს გადაურჩა“, - აცხადებს გიორგი სვანაძე.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, დამატებით აიგო კორპუსი, სადაც სრულყოფილად განთავსდება ყველა კარდიოლოგიური პათოლოგიური მიმართულება, ეს იქნება თერაპიული პროფილი, ინვაზიური კარდიოლოგია და დაემატება ახალი რთული დარგი, ეს არის კარდიოქირურგია. ამისთვის, უცხოელ პარტნიორებთან (ასეთი, დაახლოებით, 48 უცხოელი პარტნიორი გახლავთ) სამედიცინო ცენტრი მოლაპარაკებას აწარმოებს აპარატურის ჩამოტანაზე, გარდა ამისა, მოხდება ,,გორმედის“ სპეციალისტების გადამზადება გერმანიასა და უკრაინაში (უკვე დაწყებულია ეს პროცესი). სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ტექნოლოგიურად ეს იქნება სრულყოფილად გამართული კარდიოლოგიური კლინიკა, რაც რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია. სრულყოფილი კარდიოქირურგიული კლინიკის ამოქმედება გორში 1 ოქტომბრისთვის იგეგმება. დამატებით, დაგეგმილია ენდოვასკულარული ქირურგიული პროფილის განვითარება, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური ონკონეიროქირურგიული ოპერაციების ჩატარება.



ბუნებრივია, უმნიშვნელოვანსია კვალიფისიური კადრები - ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გორმედმა მოიწვია ქვეყნის სამედიცინო სექტორში დასაქმებული ძალზე კვალიფიციური კადრები. მათ შორის, პროფესორი დავით ყაზაიშვილი, რომელიც მწვავე-გადაუდებელი და რეფერალური ტიპის მომსახურეობის პროფილს, რეანიმატოლოგიურ-ანესთეზიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს და კლინიკის კლინიკური დირექტორიცაა. ყაზაიშვილის მოადგილედ კი, ,,გორმედმა“ აკადემიკოსი გივი პარასკევაშვილი მოიწვია, რაც ქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული მიმართულებით, მნიშვნელოვანი შენაძენია.

მთლიანობაში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ დასაქმებულია 528 თანამშრომელი, აქედან, 170-ზე მეტი ექიმია, საიდანაც, 17 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა კი, კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება სტაციონარს, ,,გორმედს“ ერთდროულად შეუძლია 131 პაციენტის მიღება. 1 ოქტომბრიდან კი, კარდიოლოგიური კლინიკის ამოქმედების საფუძველზე, დაემატება 45 საწოლი , რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სანედიცინო ცენტრი შეძლებს, ერთდროულად უზრუნველყოს 180-მდე პაციენტის მკურნალობა.



სტაციონარის გარდა, დაწესებულებაში არის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება, რომელიც მრავალპროფილურია და დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გახლავთ საყოველთაო დაზღვევის პრინციპით დარეგისტრირებული ,,გორმედში“, ასევე, მუშაობს ფტიზიატრიული ამბულატორიული მომსახურება, ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება, ონკოლოგიური ამბულატორიული მომსახურება, სტომატოლოგიური კლინიკა, ნარკოლოგიური ამბულატორიული მომსახურება, ყოველივე ჩამოთვლილის გარდა, დამატებით, დაწესებულებას გააჩნია სისხლის ბანკი, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ უმძიმესი კატეგორიის პაციენტებთან გვიწევს შეხება და მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ოპერატიულად მოხდეს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტის მიწოდება, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, მუშაობს სასწრაფო-სამედიცინო მომსახურება და რეფერალის სამსახური, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პაციენტი ოპერატიულად გადმოვიყვანოთ კლინიკაში, ან, საჭიროების შემთხვევაში, რეანიმატოლოგიური ბრიგადის გამოყენებით, დროულად მოხდეს პაციენტების გადაყვანა. მუშაობს პათოლოგ-ანატომიური სამსახურიც, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ,,გორმედი“ სრულყოფილი სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა.

თავისთავად, სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციას შესაბამისი აპარატურული მხარდაჭერა სჭრდება. ეს სამედიცინო მიმართულება ერთდროულად მოითხოვს როგორც სამდიცინო ტექნოლოგიური ციკლის სრულყოფილად ჩამოყალიბებას, ასევე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ინტელექტის გამოყენებას. დაწესებულებაში ოთხ მილიონზე მეტი ინვესტირება გაკეთდა აპარატურული მხარდაჭერის გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, ინვაზიური კარდიოლოგია - ეს გახლავთ მაღალტექნოლოგიური ანგიოგრაფი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ინვაზიური კარდიოლოგიის სრულად დაფარვის. ასევე, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ანგიორეჟიმში მომუშავე კომპიუტერული ტომოგრაფი, ციფრული რენტგენი.

,,გორმედში“ ციფრული რენტგენის სამი მოდუსი ფუნქციონირებს, ,,ტოშიბას“ და ,,სიმენსის“ აპარატები, ასევე, ფუნქციონირებს ისეთი თანამედროვე სისტემები, რაც არა მხოლოდ საქართველოში მოქმედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ, უცხოელ პარტნიორებთან არსებული კვლევების ციფრულ რეჟიმში გადაგზავნის საშუალებას იძლევა და საჭიროების შემთხვევებში, კონსულტაციები მიიღება საზღვარგარეთის წამყვანი კლინიკებიდანაც. სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს: „მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, როცა ამერიკაში, კენტუკის უნივერსიტეტში მოხდა ამ ინფორმაციის გაცვლა და იქიდან ძალიან სწრაფ რეჟიმში მოხერხდა ინფორმაციის მიღება და დიაგნოზის დადასტურება. ლაბორატორია არის სრულყოფილად წარმოდგენილი, ფუნქციონირებს დახურული ტიპის ანალიზატორები, რასაც მინიმუმადე დაჰყავს შეცდომის ალბათობა, ასევე, ფუნქციონირებს ექოსკოპიის ოთხი აპარატი. გარდა ამისა, არის ენდოსკოპიური კვლევების შესაძლებლობა, როგორც საოპერაციო ჩარევის, ასევე კვლევის მიმართულებით. ფუნქციონირებს გასტროსკოპი, ბრონქოსკოპი და კოლონოსკოპი, მამოგრაფი“.



კარდიოლოგიური მიმართულებით კი, ფუნქციონირებს დატვირთვის ტესტები, ჰოლტერები, მაღალტექნოლოგიური მულტიფუნქციური 40-მდე მონიტორი, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, ,,დრეგერის“ წარმოების მართვითი სუნთქვის 30-მდე აპარატი. რაც შეეხება საოპერაციოებს, ამჟამად 6 საოპერაციო ფუნქციონირებს, გარდა ამისა, მოქმედია კიდევ ერთი დამატებითი საოპერაციო ბლოკი. საოპერაციოები სრულყოფილადაა აღჭურვილი და ოპერაციების მაღალტექნოლოგიურად და უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება ახალ კორპუსს, რომელიც ექსპლოატაციაში შემოდგომით შევა და მთლიანად კარდიოლოგიურ მიმართულებას მოიცავს, აქ დამოუკიდებელი რეანიმაციული პროფილი იქნება წარმოდგენილი, რომელიც სხვა ტექნოლოგიების პარალელურად, ჰაერთა ნაკადის მიმოცვლის თვალსაზრისით, სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. საოპერაციოები აღჭურვილია როგორც გარედან დამცავი, ასევე ჰაერის ნაკადის ფილტრაციის სპეციალური სისტემებით.

შ.პ.ს. ,,გორმედი“, რომელიც მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, ამჟამად რამდენიმე სამედიცინო ობიექტს აერთიანებს. საწყის ეტაპზე, ,,გორმედმა“ შეირწყა შვიდი იურიდიული პირი, რამაც ფართო პროფილების ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცა. ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული, ონკოლოგიური, სისხლის ბანკი, პათოლოგ-ანატომიური სამსახურის, კლინიკის პოლიკლინიკური სექტორი და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ჩამოყალიბების. შ.პ.ს. ,,გორმედის“ მართვაშია დედათა და ბავშვთა ცენტრი ,,იავნანა“, რომელიც პედიატრიულ და მეან-გინეკოლოგიურ პროფილს მოიცავს. ,,იავნანაში“ ყოველწლიურად, დაახლოებით, 1200-1500 ახალშობილი იბადება. ამჟამად კი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის კლინიკებთან იმისთვის, რომ ამ დაწესებულებაში განვითარდეს ბავშვთა ქირურგიისა და სასწრაფო-გადაუდებელი მომსახურების პროფილებიც. ასევე, რეპროდუქტოლოგიის განვითარების მიმართულებით.

შ.პ.ს. ,,გორმედის დამფუძნებლების, გია სვანაძის და გიორგი კაკუშაძის გადაწყვეტილებით, დაწესებულება მართვის ქსელურ პრინციპზე გადადის და სამედიცინო პროფილის გაზრდაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, გორის გარდა, კლინიკების ამოქმედება სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება. შიდა ქართლის ტერიტორიაზე, გორის სამედიცინო ცენტრის პარალელურად, უკვე დაწყებულია მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა ქარელსა და ხაშურში.
სამედიცინო ცენტრი ,,გორმედი“




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.