რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ექსპერტების კითხვები დეკემბრის ,,გაზის“ შესახებ
მეორე წელია, რაც დეკემბრის თვეებში მოსახლეობის მიერ მომხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ოდენობა, პროტესტს იწვევს. 2017 წლის ბოლოს გამოწერილი თანხები კი, გორში, იმდენად მაღალია, რომ მოქალაქეები ქუჩაში გაიყვანა. ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სხვაობა გაორმაგდა და გასამმაგდა.

,,საქგორგაზის“ წარმომადგენელი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, რომ გადასახადები, მრიცხველების ჩვენების მიხედვით, გამოიანგარიშეს. მოსახლეობა, სწორედ, მრიცხველების ჩვენებებს არ ენდობა. მათი აზრით, ბუნებრივი აირის ხარისხი დაბალია, წნევა შემცირებულია, აირში შერეულია ჰაერი და მრიცხველს ,,ამუშავებს“.

კიდევ ერთი გარემოება, რასაც მოსახლეობამ ყურადღება მიაქცია, არის ის, რომ ინკასატორებმა დეკემბერში მრიცხველები მასიურად გახსნეს.

კომპანია ,,საქგორგაზის“ მენეჯერი, გაზრდილ სხვაობასთან დაკავშირებით, ოთხ ფაქტორს ასახელებს:

1. ციკლური შემოწმება დაირღვა, რადგან ნაცვლად 22 დეკემბრისა, მრიცხველები შემოწმდა 26 დეკემბერს

2. ამინდის გაუარესდა კერძოდ, დეკემბერში ტემპერატურა ოთხი გრადუსით დაეცა.

3. შემოწმება ხდება მაღალკვალიფიციური მრიცხველებით, რომელიც ზუსტად აღრიცხავს გახარჯულ აირს. მისი აზრით, ამჟამად, მაღალტექნოლოგიური მრიცხველებია დაყენებული, ვიდრე ,,იტერა" საქართველოს დროს.

4. პროტესტს პოლიტიკური სარჩული უდევს და მოსახლეობას სხვაობა გაზრდილი ეჩვენება.

დღეს, 2018 წლის 4 იანვარს, სემეკში (მარეგულირებელ კომისიაში) განაცხადეს, რომ მოკვლევა დაწყებულია.  გორელებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 5 იანვარს 12 საათზე  ენერგოომბუდსმენი შეხვდება, სადაც, ასევე, მიწვეულია ,,სემეკისა" და ,,სოკარის" წარმომადგენლები.


ექსპერტ დიმიტრი შენგელიას მოსაზრება:

გაზის დაბალკალორიულობის პრობლემა კარგად ნაცნობია საწვავის ხარისხის ექსპერტ დიმიტრი შენგელიასთვის. მისი თქმით, ბუნებრივი აირის ხარისხის შეცვლა, თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ტექნიკურად დიდ სირთულეს უკავშირდება. ამის თაობაზე გაზეთ ,,რეზონანსში“ სტატია 2017 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა:

"გაზს ჰაერს რომ უმატებენ, კალორიულობა მცირდება. ეს ვიცით, მაგრამ რამდენად ხდება ასეთი ფაქტი, ძნელი სათქმელია, თუკი კონკრეტული კვლევა არ ჩატარდება და ხარისხს არ შეამოწმებენ. ბუნებრივი აირის ხარისხის შეცვლა არ არის შეუძლებელი, თეორიულად, დასაშვებია, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარების ტექნიკური საშუალება ჩვენს ქვეყანაში, სავარაუდოდ, არ არსებობს.

საქართველოში იმპორტირებულ გაზს აკონტროლებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სხვა ორგანიზაციების მხრიდან მასშტაბური შემოწმება არ მომხდარა. არადა, ძალიან მარტივადაა გადასამოწმებელი, უნდა გადაანგარიშდეს ნახშირწყალბადების რაოდენობა და კალორიულობასთან შეაჯამონ.

არც ის არის გამორიცხული, რომ ქვითრებზე ასახული შედარებით მეტი გადასახადი გაზის დაბალკალორიულობას უკავშირდებოდეს, რაც შეიძლება ცივი ამინდების დროს ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას გამოეწვია. რეალურად, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ესეც უნდა დადასტურდეს, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას", - ამბობს შენგელია ,,რეზონანსთან“ საუბარში..

ექსპერტ ნოდარ რამიშვილის შეფასება:

საწვავის ხარისხის ექსპერტი, კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი ამბობს, რომ სოკარი ქსელში ჰაერის შეშვებას არ გარისკავდა:

"მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, თითქოს გაზგამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს ზოგჯერ ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რათა გაზარდონ მოხმარებული გაზის მოცულობა და კალორიულობა შეამცირონ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ამით მეტი გაზი დაიწვება და ნაკლები ენერგია გამოიყოფა, საბოლოოდ კი მეტის გადახდა მოუწევთ, მაგრამ ეს ყველაფერი ტექნიკურად შეუძლებელია.

მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამორიცხულია, ჰაერს უშვებდნენ გაზში, რადგან ეს ძალიან სარისკოა და შეიძლება აფეთქების მიზეზიც გახდეს, რაზეც არც ერთი კომპანია არ წავა. 5-დან 15%-მდე გაზის ჰაერში შერევა თვითაალებას იწვევს, თვითმკვლელობის ტოლფასია და გამორიცხულია, ამ რისკზე ვინმე წავიდეს", - ამბობს რამიშვილი და დასძენს, რომ ზამთარში გაზის ხარისხის პრობლემა ხშირადაა და მისი შემჩნევა გაზის წვის პროცესზე უბრალო დაკვირვებითაც არის შესაძლებელი.
"როგორც წესი, ბუნებრივი აირი მიწის წიაღიდან მოიპოვება და სხვადასხვა წნევით ნაწილდება მილების საშუალებით. ზამთარში, ტემპერატურის დაცემასთან ერთად, ჭაბურღილიდან უფრო დაბალკალორიული აირი ამოდის. წესით, 1 კუბ/მ გაზზე 7600 კილოკალორიაა მიღებული. კალორიულობას განსაზღვრავს 4 ძირითადი ნივთიერების შემადგენლობა: მეთანი, ეთანი, პროპანი და ბუტანი. გარდა ამისა, იგი 13-მდე სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაზის ხარისხი იზომება მეთანის შემადგენლობით, რომელიც მისი ძირითადი კომპონენტია. მეთანის წილი 70-75%-მდეა. წესით, ხარისხიანი გაზი მოლურჯო-მოიისფროა, მაგრამ ზოგჯერ მოწითალო ელფერი დაჰკრავს, რაც ნიშნავს, რომ მისი თბოუნარიანობა (კილოკალორიულობა) ეცემა, ამიტომ იხარჯება მეტი.

სითბოს ეფექტის მისაღებად მომხმარებელს სულ უფრო მეტი გაზი სჭირდება, შესაბამისად, გადასახადიც მეტი მისდით. ეს ბუნებრივი პროცესია, გაზს ზამთარში არ აქვს ის ეფექტი, რაც სხვა პერიოდში. ეს პროცესი წინა წლებში ნაკლებად შესამჩნევი იყო, რადგან მოხმარება არ იყო დიდი. როგორც კი მოხმარებამ იმატა (გამრიცხველიანების პროცესიდან გამომდინარე), პრობლემამ უფრო იჩინა თავი. კიდევ ერთხელ ვამბობ. გამორიცხულია, ვინმე ჰაერს უშვებდეს მილებში, ასეთ რისკზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია" - განმარტა ,,რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ რამიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, განსხვავებული და გაზრდილი გადასახადი შეიძლება იყოს მრიცხველის გაფუჭების ან სხვა ადგილობრივი ხარვეზის გამო, რაც მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გამოარკვიონ.
"საჭიროა, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა სპეციალისტებმა შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რამდენად გამართულად მუშაობს მათი მრიცხველი ან გაზის გაყვანილობაში ხომ არ არის რაიმე დაზიანება.

ექსპერტ ბექა კემულარიას შეფასება:

ანალიტიკოსი ბექა კემულარია ,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობა (ინტერვიუში ნაგულისხმევი აქვს თბილისი - რედ) ყოველთვის გამოთქვამდა პრეტენზიას ბუნებრივი აირის ხარისხის გამო.

„გასულ ზამთარს მომხმარებლები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ ბუნებრივი აირი ბინას სათანადოდ არ ათბობდა და გადასახადიც მეტი მოდიოდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი კალორიულობაზე, რასაც გაზის ტრანსპორტირების კომპანია და „სემეკი“ სისტემატურად ამოწმებს. გაზის კალორიულობის დასაშვები ნორმა არის 7600 კკალ. 1მ. კუბ. ბუნებრივ აირზე. შემოწმების შედეგებმა კი - 8400 კალორია აჩვენა ანუ კალორიულობა არაფერ შუაშია. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები მასობრივად ჩიოდნენ, რომ ნაკლები გაზის მოხმარების შემთხვევაშიც კი უფრო მეტი თანხის გადახდა უწევდათ. ასე რომ, ეჭვი ძალაში რჩება და ეს გასაკვირი სულაც არ არის: ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კონკურენციის სააგენტომ არაერთი კომპანია კარტელურ შეთანხმებაში ამხილა და დააჯარიმა. ასეთი კომპანიებისგან მოსალოდნელია, რომ მოგების მისაღებად მაქინაციური გზები გამოიყენონ“, - ამბობს კემულარია.

ამ საკითხის შეფასება ბიზნესომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილსაც სთხოვეს, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობისგან ხშირად ისმენს პრეტენზიებს ბუნებრივი აირის კალორიულობასთან დაკავშირებით.

სალომე ვარდიაშვილი: „ რამდენიმე მომხმარებელმა მოგვმართა პრეტენზიით და სპეციალისტებმა გაზის წნევა „სემეკის“ აპარატის წევრებთან ერთად გაზომეს. აღმოჩნდა, რომ მართლა დაბალი იყო. როდესაც წნევა დაბალია, ბუნებრივი აირის მოხმარებაც მატულობს და მომხმარებელს უფრო მეტი თანხა ერიცხება. სამწუხაროდ, ხარისხის კონტროლი ჩვენთან მაღალ დონეზე არ მიმდინარეობს. ეს საკითხი „სემეკმა“ აუცილებლად უნდა მოაგვაროს.“

,,გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ შეფასება

(2017 წლის იანვრის პრესრელიზი) - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ბუნებრივი აირის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.

როგორც ბენდელიანმა ენერგიტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბუნებრივ აირში სხვა მინარევების შერევა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა საქართველოში საჭირო ნივთიერებები არ გვაქვს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ გაზის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.დადგენილი სტანდარტების მიხედვით, საქართველოში არსებულ ბუნებრივ აირში თბოუნარიანობა არანაკლებ 7600 კილო კალორიას უნდა შეადგენდეს. დღეს ბუნებრივი აირის თბოუნარიანობა არანაკლებად 8000 კილო კალორიას შეადგენს.

ხოლო სხვა მინარევების შერევა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა სპეციალური ნივთიერები, რომელიც საქართველოს მასშტაბით არ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.




SOCAR-ის შესახებ:

ის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა, რომელიც ეწევა გაზისა და ნავთობის მოპოვებას, გადამუშავებას და დისტრიბუციას. ამჟამად „სოკარის“ ბრენდის სახელით საქართველოში რამდენიმე კომპანია მოქმედებს:

● შპს „სოკარ ენერჯი პეტროლიუმი“ - საწვავის საცალო გაყიდვების ბაზარზე 2006 წლიდან მოქმედებს;
● შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ - ბუნებრივი აირით ვაჭრობის საბითუმო ბაზარზე 2011 წლიდან მოქმედებს;
● შპს „სოკარ გაზ დისტრიბიუშენ“ - ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობას 2013 წლიდან ეწევა;
● შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობას 2007 წლიდან ეწევა.

2010-2015 წლებში სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვის გზით „სოკარმა“ 1 314 კონტრაქტი მიიღო, რომელთა მთლიანმა ღირებულებამ დაახლოებით 13 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ამ კომპანიამ იგივე პერიოდში 59 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 20-ში გაიმარჯვა. მოგებული ტენდერებიდან მიღებულმა საერთო შემოსავალმა დაახლოებით 7 მლნ ლარი შეადგინა (იხილეთ დიაგრამა)

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.