რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,მამამთილი მეუბნებოდა, იცოდე, გაუფრთხილდით ერთმანეთსო" - ფოლადაშვილები პანტიანიდან
მზის ჩასვლის შემდეგ, პანტიანიდან ქართლის ვაკის დიდი ნაწილი ლამპიონებით განათებული ჩანს, ასევე, განათებული ავტობანი და მუდმივად მოძრავი მანქანები. ცენტრალური მაგისტრალი ხელისგულზე ჩანს, თუმცა მანძილი შორია. სოფლის ჩაბნელებულ ქუჩებში სამარისებური სიჩუმეა და მხოლოდ ერთადერთი ნათურა ანთია ცენტრში.

,,პანტიანი იმიტომ დაარქვეს, რომ ბევრი პანტა ყოფილა აქ. გადი ახლა და თუ ერთ პანტას ნახავ, მითხარი," - ამბობს სურენ ფოლადაშვილი, რომელიც ახალგაზრდობიდანვე საბჭოთა კოლმეურნეობაში ტრაქტორისტად მუშაობდა. დღეები და წლები ისე გავიდა, ათასჯერ მაინც აქვს გავლილი სოფლის გზა ქვემო ჭალამდე. მეუღლე ნანული გოჩაშვილიც გარიგებით გაიცნო და თბილისშიც მის სანახავად წავიდა:

,,ჩემი ახლობლის ნათესავი იყო, მითხრა, ერთი კარგი გოგო უნდა გაგირიგოო. სულ ტრაქტორზე ვმუშაობდი და ვერაფრით მოვახერხე მისი ნახვა. რამდენიმე წელი გავიდა და ვუთხარი ჩემ ახლობელს, წამოდი ვნახოთ ის გოგო-მეთქი," - იხსენებს სურენ ფოლადაშვილი.

ახალგაზრდა ტრაქტორისტი, ზაჰესში, მომავალ სასიმამროს ოჯახში წავიდა. ქალი სახლში არ დახვდათ, სამუშაოზე ფაბრიკაში იყო წასული. სახლში ხაშურელი სტუმრებიც დახვდათ. სუფრა გაშალეს და ისე მოსაღამოვდა, რომ ნანული გოჩაშვილი არ გამოჩენილა:

,,მატარებელი თბილისიდან მაშინ 7-ის ნახევარზე ბრუნდებოდა. ატყდნენ ეს ხაშურელები, წავიდეთ, წავიდეთ, დაგვავიანდებაო. მე არ წამოვედი, დავრჩით იმ ღამეს მე და ჩემი ახლობელი თბილისში. ის ხაშურელები დაბრუნდნენ თავინათ სახლებში. თურმე, ისინიც ქალის სანახავად ყოფილან. აბა, მე რა ვიცოდი?" - ამბობს სურენ ფოლადაშვილი.

შეხვედრიდან მალევე ქალბატონი ნანული პანტიანში გადავიდა საცხოვრებლად. ქორწილიც გადაიხადეს და 5 შვილიც ეყოლათ, ოღონდ ყველა - გოგო. ,,სულ მეუბნებოდნენ, ინგლისური ნალი იშოვე და ბიჭიც გაგიჩნდებაო. ვერა და ვერ ვიშოვე ეს ინგლისური ნალი. ბიჭიც არ გაგვიჩნდა," - ხუმრობს მოხუცი მასპინძელი.

სიცოცხლით სავსე პანტიანი



ცოლ-ქმარი იხსენებს, რომ სოფელი საკმაოდ ხმაურიანი და მხიარული იყო. ფერდობზე გაშენებულ დასახლება 6 უბნად (ქუჩის მიხედვით) იყო დაყოფილი.

,,ქვედა უბანში ერთი სახლი იყო, სახურავი არ ჰქონდა და მის ნაცვლად ბანი იყო, ზედ მიწა მოყრილი. ყოველ საღამოს ქვედა უბნელები დასხდებოდნენ, დაიჭერდნენ დოლ-გარმონს და მღეროდნენ. აქ რომ მაგათ ხმას გავიგებდით, ჩვენც დავსხდებოდით ჩვენ უბანში. ჩვენც იგივეს ვაკეთებდით. მერე ხან ისინი ამოვიდოდნენ, ხან ჩვენ ჩავიდოდით. ამასობაში გათენდებოდა და ყველანი სამუშაოს მივაშურებდით მინვდრებში" - იხსენებს სურენა ფოლადაშვილი.

ტრაქტორისტი, რომელიც ქალაქში ვერ წავიდა

სურენ ფოლადაშვილი ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში, სწორედ, კოლმეურნეობაში ხანგრძლივი მუშაობის გამო, ვერ ჩააბარა. თუ არ იმუშავებდა, სახლში შემოსავალი არ ექნებოდა. ერთი პერიოდი დაპირდნენ, რომ ორწლიანი სტაჟის შემდეგ, სასოფლო ინსტიტუტში ჩააბარებიდნენ, თუმცა, როცა ის ორი წელი გავიდა, მერე უარი უთხრეს - სისტემა შეცვლილა.

,,სკოლაში ისე კარგად ვსწავლობდი, ყველას ვეჯიბრებოდი სწავლაში. 27 მოსწავლე დავდიოდით პანტიანიდან ქვემო ჭალის სკოლაში. ერთხელ გაკვეთილზე დამსწრე მოვიდა შემოწმებაზე. მასწავლებელმა ოთხიანი დამიწერა, არა და ხუთიანი მეკუთვნოდა. მასწავლებელმა მითხრა, რუსი იყო, ამასაც ხათრით გიწერო. მერე დამსწრეს უსაყვედურია მისთვის, ოთხიანი კი არა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, 6-იანს დავუწერდიო. აი, ეგრე მჩაგრავდნენ. სხვებს უწერდნენ ხუთიანს, მე - არა. სულ ვბრაზდებოდი და ვამბობდი, რაკი ასეთი გაჭირვებული ოჯახიდან და ასეთი მიუვალი ადგილიდან ვიყავი, ალბათ, მაგიტომ არ მიწერდნენ ხუთიანებს-მეთქი," - ამ ისტორიის გახსენების დროს ბატონმა სურენამ ხმას აუწია, ბავშვობის წყენა მოხუცებულობამდე შემორჩა. მეუღლემ სთხოვა, ძალიან ხმამაღლა ნუ ლაპარაკობო: ,,აი, ეს ჩემი შვილებიც მე დამემსგავსნენ. მაგათ ყველამ ჩააბარეს უმაღლესში. მაგრამ რა გინდა რო ქნა? აქ აღარ არიან" - გვითხრა მასპინძელმა.

ხუთი გოგოდან ორი დაოჯახდა უკვე. აქედან ერთი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, ხონშია გათხოვილი. ,,ეს ჩემი შვილიშვილები შორს არიან. ახერხებენ მაინც ჩამოსვლას. ნეტა ნახოთ, როცა ჩამოდიან, რა ჟრიამულია აქ," - ამბობს სურენ ფოლადაშვილი.

,,მამამთილი სულ მეუბნებოდა: შენ ეტყობა ძველი ყაიდის ხარ და იმიტომ გვივლი ჩვენო. 10 შვილი რომ გყავდეს, მაინც გაუფრთხილდით შენ და შენი ქმარი ერთმანეთსო. ხომ ხედავ აღარავინ ჩერდება სოფელშიო. მართლაც, ეგრე ყოფილა," - გვითხრა ნანული გოჩაშვილმა.

სოფელი პანტიანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია. ამჟამად, სოფელში 30-მდე კომლია დარჩენილი. მოსახლეობის ნაწილი, 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, იძულებული გახდა ჩრდილოეთ ოსეთში წასულიყო. ნაწილი კი, - საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ნანული გოჩაშვილი ამბობს, რომ სასკოლე ასაკში ერთადერთი ბავშვია, რომელსაც სახელმწიფო მანქანა ემსახურება სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლამდე. 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.