ახალი ამბები
,,სპუტნიკმა" ცხინვალში გამართული აქციის შესახებ სტატიის სათაური შეცვალა
რუსულენოვანმა საიტმა ,,სპუტნიკმა" ცხინვალში გამართული აქციის შესახებ მომზადებულ მასალას სათაური შეუცვალა. თუკი თავდაპირველ ვარიანტში იყო ფრაზა: ,,ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის წინააღმდეგი არიან", ამჯერად, შემდეგი სათაურია: ,,ცხინვალის აქციაზე დაკარგული ოსების ცხედრების დაბრუნება მოითხოვეს".

სტატიის მიხედვით, ცხინვალის ეკლესიასთან 400-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის წევრები საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, დაკარგული ოსების თაობაზე, ხმის ამოღებისკენ მოუწოდებენ. მიტინგზე 2008 წელს გაუჩინარებული სამი ახალგაზრდის, ალან ჩოჩიევის, ალან ხუგაევისა და სულთან ფილიევის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ,,სპუტნიკმა" სათაურად, სწორედ, ალან ხუგაევის დეიდის ფრაზები გაიტანა. 

ტრანსპარანტებზე, რომელიც უფროსკლასელებს ხელთ ეკავათ, შემდეგი ლოზუნგებია გაკეთებული: "საქართველო, ჩვენი შვილების ნარჩენები დაგვიბრუნეთ", "ევროკავშირი მხარს არ უჭერს საქართველოს ტერორს ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ", "საქართველო პასუხს აგებს 145 დაკარგულ ოსზე".

ცხინვალში საპროტესტო აქცია გაიმართა
Print

სტატიის გამოყენების პირობები