რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ცხინვალში საპროტესტო აქცია გაიმართა
ცხინვალის ეკლესიის წინ აქცია გაიმართა, სადაც საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და  მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის წევრებმა ბოლოს დროს, დე-ფაქტო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გააპროტესტეს, რომელსაც 23 თებერვალს, ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოჰყვა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მედიის ცნობით, აქციაზე 400-მდე ადამიანი, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ.

პლაკატებზე, რომელიც უფროსკლასელებს ეკავათ, შემდეგი ლოზუნგებია გაკეთებული: "საქართველო, ჩვენი შვილების ნარჩენები დაგვიბრუნეთ", "ევროკავშირი მხარს არ უჭერს საქართველოს ტერორს ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ", "საქართველო პასუხს აგებს 145 დაკარგულ ოსზე".

"ჩვენს ტკივილს არ უსმენენ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის ხაზს უსვამს დემოკრატიული ნორმების დაცვას, მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ, საერთაშორისო დონეზე, ხმა აღიმაღლა ერთ-ერთი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამო. მკაცრი მოთხოვნები ისმის მისი ცხედრის ექსტრადიციისთვის. მაგრამ, ვინ მოიკითხავს ჩვენი ბიჭების ნარჩენებს, რომლებიც საქართველოში დაიღუპნენ", - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა როზა ვალიევამ.

მიტინგზე 90-იან წლებში დაღუპული მოქალაქეების ნათესავებიც იმყოფებოდნენ. სიტყვით გამოვიდა იმ პერიოდის მოძრაობის, ,,ადამონ ნიხასის" წევრი ზარა ჩოჩიევიც, რომლის მეუღლეც მაშინ დაიღუპა. მიტინგზე 2008 წელს გაუჩინარებული ალან ჩოჩიევის, ალან ხუგაევის და სულთან ფილიევის ოჯახის წევრებიც მივიდნენ. ალან ხუგაევის დეიდამ თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა გადაეცეს საქართველოს ხელისუფლებას.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. დე-ფაქტო რესპუბლიკას ოჯახისთვის ცხედარი ამ დრომდე არ დაუბრუნებია. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, აშშ-ს საელჩო პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის რუსეთის ფედერაციაში გაგზავნეს.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გადაეცემა საქართველოს ხელისუფლებას. 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.