რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
გორის საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსი" ახალ ფრაქციას ,,ოცნებისა" და ოქრუაშვილის გუნდის წევრებთან ერთად ქმნის
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში" იქმნება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას 13 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებენ. ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ თამარ კოდოშვილი სახელდება, რომელიც საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსიდან" შევიდა.

მის მოადგილედ მერაბ მახარაშვილი დაინიშნება, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელის სტატუსით სარგებლობს, თუმცა წინა მოწვევის საკრებულოში ის ოქრუაშვილის გუნდის წევრი იყო. მესამე წევრი ახალ ფრაქციაში კახა ედიშერაშვილი იქნება. იგი საკრებულოში ,,ქართული ოცნების" სახელითაა.

ახალი ფრაქციის შექმნას ეწინააღმდეგება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრები, რომლებსაც ასევე საკუთარი ფრაქცია აქვთ საკრებულოში. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აზრით, საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და ფრაქციები ხელოვნურად იქნება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, თუ რა აუცილებლობამ განაპირობა ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება და რა საერთო ღირებულებები აერთიანებთ მის წევრებს, კოდოშვილმა განმარტა, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე ამ თემაზე საუბარი უხერხულია.

დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 13 აპრილიდან ეს უკვე მე-6 ფრაქცია იქნება. ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასებისთვის, ბიუჯეტიდან თვეში დამატებით, 3440 ლარი, წელიწადში კი 41 280 ლარი დაიხარჯება.

წლის განმავლობაში 5 ფრაქციის თანამდებობის პირთა სახელფასო ანაზღაურება, 2018 წელს, 206 400 ლარი იქნებოდა, ხოლო რაკი მე-6 ფრაქცია ემატება, ეს ხარჯი 247 680 ლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ თვითმართველობის ახალი რეფორმის განხორციელებამდე, 2014-2017 წწ-ში, თვითმართველი ქალაქის საკრებულოში ჯერ 3 (თავისუფალი დემოკრატების დაშლამდე), მოგვიანებით კი 2 ფრაქცია ფუნქციონირებდა. თემის საკრებულოში კი 5 ფრაქცია. ანაზღაურებას არ იღებდნენ თავმჯდომარის მოადგილეები. ამჯერად, ეს თანამდებობები ანაზღაურებადია.

საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით,  ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

ამავე წესის მიხედვით, ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში (ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც). საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეული საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.