რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
გორის მურა დათვის მენიუ
გორის მინი ზოოპარკის მურა დათვს გადასაყრელ კიტრსა და ჭარხალს აჭმევენ, რომელსაც შპს ,,21-ე საუკუნეში" ყიდულობენ. აღნიშნულ ფაქტს, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ 2018 წლის მაისსა და ივნისში დადებული ხელშეკრულებები ცხადყოფს.

ხეშეკრულების მიხედვით, კეთილმოწყობის სააგენტოს წარმოადგენლები (სადაც შესყიდვების კომისიაში პარლამენტარის ძმა - ალექსანდრე მაკრახიძეა), მეორეულ პროდუქტს ბაზრიდან ყიდულობენ. აღნიშნული ბაზრის ერთ-ერთი მეწილე პარლამენტად იოსებ მაკრახიძის მეუღლეა. კეთილმოწყობის სააგენტოში კი, მისი ძმა ალექსანდრე მაკრახიძე მუშაობს დირექტორის მოადგილედ.

ცხოველთა დამცველების კრიტიკის მიუხედავად, გორის მინი ზოოპარკში მურა დათვი გამოკეტილი ისევ ჰყავთ. არასტანდარტული ვოილიერების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება ზოოპარკის გაუქმების შესახებ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რეკომენდაცია არაერთხელ მისცეს.

მიუხედავად ამისა, გორის მერიაში ზოოპარკის გაუქმების თაობაზე, ამ კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მურა დათვი ცხოვრებას ჩვეულ გარემოში აგრძელებს.

ამჯერად, მინი ზოოპარკის მოვლა-პატრონობა გორის კეთილმოწყობის სააგენტოს წარმომადგენლებს ევალებათ. სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ დათვის საკვებად მეორეულ ქათმის ხორცს იყენებენ, ,,დესერტად" კი - ასევე მეორეულ კიტრსა და ჭარხალს.

1 კგ ქათმის ხორცის შესაძენად სააგენტო 1 ლარს იხდის, ხოლო კიტრსა და ჭარხალს 0.50-სა და 0.30 თეთრად იძენს. მცენარეული საკვები გორის აგრარული ბაზრიდან, შპს ,,21-ე საუკუნედან" მიაქვთ.

2018 წლის იანვრიდან ივნისამდე ზოოპარკისთვის 650 კგ მოძველებული ქათმის ხორცი იყიდეს. რაც შეეხება კიტრსა და ჭარხალს, თუკი თებერვალში ი/მ პაატა კოდოშვილისგა 300 კგ ვაშლი შეიძინეს (1 კგ 0.30 ლარი), მაისიდან უკვე დათვი კიტრზე და ჭარხალზე გადაიყვანეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.