რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გამგეობიდან ახალგაზრდული ტურიზმი ,,აფრინდა" - სად არის ყორღანები

 

პროგრამის მიხედვით, 15 ათასი ლარის ფარგლებში, გამგეობამ არქეოლოგიური გათხრები 1 ოქტომბრიდან ,,დაიწყო", თუმცა ადგილზე, მხოლოდ, ავტობანის მშენებლობის დროს, გადათხრილი ორმოები დაგვხვდა. საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, თანხაზე არ არის საუბარი:

 

,,პროგრამა შემოიტანეს და დავუმტკიცეთ. რაც შეეხება თანხებს, ამის თაობაზე, ისევ გამგეობამ უნდა გამოძებნოს და კვლავ ინიციატივით მოგვმართოს. საკრებულოს მორიგ სხდომაზე შევა ცვლილებები ბიუჯეტში" - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

 

საკრებულოს სხდომაზე პროგრამა ისე დაამტკიცეს, რომ გუდაბერტყას ყორღანები თვალით არავის უნახავს. უძველეს არქეოლოგიურ ძეგლზე, ძეგლთა დაცვის სამინისტროს გარეშე სამუშაოების ჩატარების შესახებ, კითხვა არავის გასჩენია.

 

მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი გორის აღმოსავლეთით 7 კმ-ზე, სოფელ სვენეთთან მდებარეობს. მისი გათხრა  1956 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელი შ. ამირანაშვილი, ს. ნადიმაშვილი). ამჟამად, დაკონსერვებულია და ავტობანის მშენებლობის დროს, გარკვეული ნაწილი დაზიანდა.

 

არქეოლოგების აზრით, გუდაბერტყის უძველესი ფენები მტკვარ-არაქსის კულტურისთვისაა დამახასიათებელი. დადგინდა, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში გუდაბერტყა დიდი სამოსახლო იყო, რომელსაც გარს ალიზის გალავანი ერტყა. გაითხარა კარკასული ტიპის მოხატული შენობები, რომლებშიც თიხის ფიგურული კერები იყო. ნამოსახლარის ცენტრში აღმოჩნდა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და მარცვლეულის შესანახი ხაროები.

  

ამ ისტორიულ ადგილზე, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის სამსახურმა, ტურიზმის განვითარება დაისახა მიზნად. თუმცა რა იგულისხმება ტურიზმში, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. კულტურის სამსახურის უფროსს არსენ აზალაძეს იმედი აქვს, რომ ტერიტორიაზე ბევრი მნახველი მივა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე, კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა ტერიტორიის გადმოცემას ითხოვს: ,,ეს მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური მთავრობა მიწას ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემს, ამ შემთხვევაში, უკვე სამუშაოების წარმოების მიზნით, თანხების გამოყოფაზე ვიფიქრებთ" - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

 

გამგეობის ახალგაზრდული განყოფილება კი, რომლის კურატორობის ქვეშ, რაიონში ტურიზმის განვითარება შედის, გუდაბერტყას ყორღანების თაობაზე წარმოდგენა არა აქვს. დიმა გოგიაშვილი, ახალგაზრდული განყოფილების უფროსი, ამბობს, რომ ყორღანები თვალით არ უნახავს.

 

კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე ანალოგიას გრაკლიან გორაზე ავლებს, სადაც ორი თვის წინ უძველესი წარწერა აღმოაჩინეს. გრაკლიან გორაზე კი ფინანსები სწორედ კულტურის სამინისტრომ გაიღო, რომლის კურატორობის ქვეშ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის წარმომადგენლები და სტუდენტები მუშაობდნენ.

 

გუდაბერტყას ყორღანებზე კი გორის მუნიციპალიტეტი გორის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალისტებთან აპირებს გათხრების წარმოებას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ელჩის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს
ელჩის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს
15:12 / 05.06.2025
ხაშურში 11 წლის ასაკის მოზარდი დღეს დილით სახლში გარდაცვლილი ნახეს,
დედა კი - უგონო მდგომარეობაში.
ხაშურში 11 წლის ასაკის მოზარდი დღეს დილით სახლში გარდაცვლილი ნახეს, დედა კი - უგონო მდგომარეობაში.
12:00 / 05.06.2025
კარალეთში წუხელ მორიგი ავარია მოხდა
კარალეთში წუხელ მორიგი ავარია მოხდა
11:00 / 05.06.2025
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სიმონ ჩხაიძემ გორის
სასამართლოს მოსამართლის, კობა გოცირიძის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
გააუქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სიმონ ჩხაიძემ გორის სასამართლოს მოსამართლის, კობა გოცირიძის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა.
22:00 / 04.06.2025
3000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც, პროკურატურის ცნობით,
ავტობუსის მოსაცდელი თაღლითურად დაირეგისტრირა.
3000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც, პროკურატურის ცნობით, ავტობუსის მოსაცდელი თაღლითურად დაირეგისტრირა.
17:00 / 04.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.