ახალი ამბები
კირქვის საბადოებს შორის მოქცეული დასახლება
კავთისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე კირქვის კარიერი ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

სატვირთო ავტომანქანების გახშირებული მოძრობა ე.წ. კარიერის დასახლებას ცემენტრის მტვერში ხვევს.

სტატუსის გარეშე მყოფი მოსახლეობა ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დახმარებას სთხოვს.

საქმე იმაშია, რომ კომუნისტების პერიოდში კასპიცემენტში დასაქმებულ მუშებს საცხოვრებელი სახლები აღნიშნულ ტერიტორიაზე აუშენეს.

დონარა ლამინაშვილის თქმით, იმ პერიოდში სახლებს აგარაკებად იყენებდნენ.

,,დროთა განმავლობაში ეს სახლები ჩვენი მუდმივი საცხოვრებელი გახდა. სიწყნარეც იყო, სიმშვიდეც და სისუფთავეც იყო. ერთადერთ სამანქანო გზას ქარხნამდე სპეციალური ავტობუსი მუშების გადასაყვანად იყენებდა. ახლა, სიტუაცია შეიცვალა. აქვე ჩვენს ახლოს კირქვის მოპოვება დაიწყეს. მანქანებმაც მოძრაობა დაიწყო, ქანების აფეთქება ხდება და ჩვენი ყოფა გაუსაძლისი გახდა" - ამბობს დონარა ლამინაშვილი.

კარიერის დასახლებას არც სტატუსი აქვს და იქ მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებელი ადგილის მისამართის გარეშე ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები