რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ანტიკურმა ვაზმა იხარა - ,,უფლისციხურა“ შესამოწმებლად საფრანგეთში წაიღეს
,,სალიზვარის" ვაზი შესამოწმებლად საფრანგეთში წაიღეს. მუზეუმის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა რამდენიმე ნიმუში მუზეუმის ეზოში დარგო, რომელმაც იხარა. ,,სალიზვარი" ციხე-ქალაქი უფლისციხის აღმოსავლეთ მხარეს მდებარებს. იქ ვაზი დიდი ხანია კლდეზე იყო გამრავლებული. საქართველოში მისი ანალოგი ვერ მოძებნეს. გიგუცა თათრიშვილმა მას ,,უფლისციხურა" უწოდა.

კლდეზე გაშენებულ პატარა ვენახს არც სხლავდნენ და არც უვლიდნენ. მიუვალ ადგილზე მისვლას ვერავინ ახერხებდა. ძველ სოფელ უფლისციხის (რომელიც ამჟამად აღარ არსებობს) მცხოვრებნი ამბობენ, რომ სწორედ ამ ვაზის წყალობით შეარქვეს კლდოვან უბანს - ,,სალიზვარი“. არქეოლოგმა დურსუნ ხახუტაიშვილმა სიტყვა ,,სალიზვარი“ გაშიფრა, როგორც ,,კლდის ვენახი“. ეს ისტორია მან თავის წიგნშიც შეიტანა, რომელიც 1959-60 წწ-ში ჩატარებულ კვლევა-ძიებას ეხება.

სალიზვარის ვაზი დღეს მსოფლიო აღიარებას ელოდება. საქმე იმაშია, რომ მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელმა გიგუცა თათრიშვილმა (მეტსახელად სტალბერა) რამდენიმე წლის წინ, სალიზვარიდან ვაზის ყლორტი სახლში წაიღო და დარგო. ვაზმა იხარა. გასულ 2018 წელს თითქმის 200 კგ ყურძენი მოკრიფა. ამის ამსახველი ფოტო გადაიღო კიდეც:

 



ფოტო: გიგუცა თათრიშვილის ღვინო ,,უფლისციხურა" - მიაქვს სტუმრებისთვის



ფოტო: ქვევრი, სადაც გიგუცა თათრიშვილმა ,,უფლისციხურა" დააყენა



ფოტო: რთველი გიგუცა თათრიშვილის სახლში - ,,უფლისციხურას" ხეივანში

,
,წელს უფრო მეტს ველოდები. მე მას უფლისციხურა დავარქვი. ჩვენი სალიზვარის ვაზი ვინ აღარ წაიღო. ყველას აინტერესებს, როგორი გამოვა და რა ჯიშია. თუმცა, ვერავინ მის ანალოგს ვერ მიაგნო“ - აცხადებს გიგუცა თათრიშვილი. ის სწორედ იმ ძველ სოფელ უფლისციხიდანაა, რომლის მცხოვრებნი, 1970-იან წლებში, კომუნისტების მოთხოვნით, ქვახვრელში გადასახლდნენ. 35-წელია გიგუცა თათრიშვილი მუზეუმში მუშაობს და მშობლიური სოფლის ნასახლარებს ყოველდღე უყურებს.

უფლისციხის მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი ბადრი გასპაროვი სალიზვარის ვაზით დიდი ხანია დაინტერესდა. ვაზის რამდენიმე ყლორტი მუზეუმის ეზოში დარგო და იქაც იხარა. ფოტოები ჩვენც გადავიღეთ. ამბობს, რომ ვაზს დიდი მომავალი აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ შესაძლოა მისი უნიკალურობა და ორიგინალობა დადასტურდეს, მეორე რიგში იმიტომ, რომ ამ ვაზით ანტიკური ხეივანი უნდა გააშენოს თავისი მარნით. ეს მარანი და ხეივანი გაშენდება ციხე-ქალაქის სამხრეთ მხარეს მდებარე ასასვლელთან, სადაც მიწიანი ადგილია:

,,ნიმუშები გაგზავნილია საფრანგეთში. ამაში, ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან გვეხმარება. შესაბამისი ლაბორატორიული ექსპერტიზა უტარდება და პასუხის მოლოდინში ვართ.“ - ამბობს ბადრი გასპაროვი.

მისი თქმით, უფლისციხეში ანტიკური ვაზის ხეივანი გაშენდება. იქვე იქნება მარანი. ტურისტები მას ძეგლის სამხრეთით, ციხე-ქალაქის დათვალიერების შემდეგ გზად ნახავენ.

უფლისციხეში რომ მევენახეობა განვითარებული იყო, ამას ყველა არქეოლოგი და ისტორიკოსი აღნიშნავს, ვისაც რამე წიგნი დაუწერია უფლისციხის შესახებ.

1959-60 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, უფლისციხეში 5 საწნახელი იპოვა.



საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთებს მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით შეისწავლიან, ხოლო არქეოლოგიურ მასალებზე ბიოქიმიური ტესტირება ჩატარდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ის სამეცნიერო ჯგუფები, რომლებიც ქართული ვაზის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო 2014 წლიდან მუშაობენ, 2019 წელს სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობს.

მაგალითად, 2019 წლისათვის სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო ანალიზს ჩაუტარებს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთებს, სწორედ, მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით.

,,მოხდება მათი შედარება საქართველოს აბორიგენულ ვაზის ჯიშებთან და ველური ვაზის ფორმებთან ვაზის დომესტიკაციისა და მსოფლიოში გავრცელების თეორიის დადასტურების მიზნით; ჩატარდება არქეოლოგიურ მასალის ბიოქიმიური ტესტირება (ეგრეთწოდებული „ბიო-მოლეკულური არქეოლოგია“) მათზე ღვინის ნაშთების აღმოჩენის მიზნით, როგორც პირდაპირი დადასტურება საქართველოში მეღვინეობის უძველესი პრაქტიკის არსებობის შესახებ" -წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მიერ შედგენილ წერილში.



2019 წლის განმავლობაში გეგმავენ კვლევის სხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენების ხელშეწყობას არა მარტო არქეოლოგიაში, არამედ ისტორიაში, ამპელოგრაფიაში, მევენახეობა - მეღვინეობაში, მოლეკულურ გენეტიკაში, ეთნოგრაფიაში და სხვა მეცნიერებებში, როლებიც უკავშირდებიან ვაზისა და ღვინის ისტორიას საქართველოში.

სააგენტოს წარმომადგენლები ეცდებიან მონაწილეობა მიიღონ არქეოლოგიურ გათხრებში ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული ახალი არტეფაქტების მოპოვების მიზნით, ლიტერატურული წყაროების მოძიებაში, შეკრებასა და შემდეგ ბროშურებისა და ჟურნალების სახით მათ გამოცემაში.


ფოტო: ,,სალიზვარი" - კლდის ვენახი უფლისციხეში


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.