რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ერთი ძროხის ამბავი – პაპიტაშვილები სოფელ კირბალიდან


გერონტი და ირმა პაპიტაშვილებს ერთი ძროხა ჰყავთ. ეს ერთი სული საქონელი მათ პრობლემებს უქმნის. ძროხის ძოვების გამო, გენადი რუსეთის სამხედროებმა რამდენჯერმე დააკავეს. ძროხის გამო კი სოციალურმა სააგენტომ დახმარებაზე უარი განუცხადა:

გერონტი პაპიტაშვილი და მისი მეუღლე სოფელ კირბალში მარტო ცხოვრობენ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გერონტის მძიმე სამუშაოების შესრულება არ შეუძლია. არც საპენსიო ასაკამდეა მისული. მათი ოჯახის მარჩენალი ერთადერთი მსხვილფეხა საქონელია, რომელიც როგორც თავად ამბობენ, დღეში მხოლოდ 2 ლიტრ რძეს აძლევს.



"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს. შარშანწინ მეც დამიჭირეს, როცა ნახირში ვიყავი. მაშინ ხელი მქონდა ნატკენი და იქვე მიმიყვანეს. მე და ჩემი მეზობელი ვიყავით. ის ჩემი შვილის ტოლია და გამოიქცა. მე ვირბინე, მაგრამ ვერ გავექეცი. ცხინვალში არ წამიყვანეს, ალბათ ხელი, რომ მქონდა დაგლეჯილი იმიტომ. წინა დღეებში ხარმა მატკინა. იქ ტრაფარეტთან დამსვეს. რომ ვისაუბრეთ, მითხრეს გაგიშვებთ, ნუ გეშინიათო. მართლაც გამომიშვეს."-ამბობს გერონტი პაპიტაშვილი.

პაპიტაშვილების ოჯახს ,,გიორგობის"" დღესასწაულზე ვერსტუმრეთ. იმ დროს, როდესაც მთელი სოფელი სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში მიდიოდნენ და დღესასწაულს აღნიშნავდნენ, გერონტიმ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკლესიაში ასვლა ვერ შეძლო. თან ცუდი ამინდიც დაემთხვა:
"ყოველთვის ასე იცოდნენ, რომ გიორგობას იწვიმებსო. აგერ, მართლაც ასეა, ყოველთვის."- ასე იწყებს საუბარს კირბალელი გერონტი პაპიტაშვილი და შორიდან უცქერს შესაწირი მამლებით ხელში, ტაძრისკენ მიმავალ თანასოფლელებს."



"მე წელს ვერ ავედი, არ შემიძლია. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ისე ჩვენი სოფლის მთავარი დღესასწაული ლომისობაა. იქ ვეღარ მივდივართ. იქ ახლა რუსები არიან. პატარა როცა ვიყავი, მანდ დიდი ხეები იდგა და ღამეს უთევდნენ ხოლმე ლომისას, მაგრამ ახლა ვინ გვიშვებს. მოგროვდებოდა ხალხი, ლომისობა დღეს, ადიოდნენ ტაძარში. იქ დაიკვლებოდა ხოლმე საკლავი და იქვე ქეიფობდნენ მომლოცველები. მერე ვისაც როგორ უნდოდა, ან წამოვიდოდა და სახლში იქეიფებდა, ან იქ დარჩებოდა და იქ იქეიფებდა. სხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ. ქვემო ჭალიდან და ახლომდებარე სოფლებიდანაც გადმოდიოდნენ ხოლმე."-იხსენებს გერონტი პაპიტაშვილი.

გერონტის მეუღლე, ირმა პაპიტაშვილი წარმოშობით ცხინვალიდან, სოფელ წუნარიდან არის. 17 წლის იყო, როდესაც დაოჯახდა და საცხოვრებლად კირბალში გადმოვიდა. ამბობს, რომ სოფელში მისნაირად ბევრი ეთნიკურად ოსი ქალი გათხოვილი.

"ისე გავიზარდე, ისე გავთხოვდი, ისე მეყოლა შვილები, სულ მშვიდობა იყო, მაგრამ ომის მერე ყველაფერი ჩაიკეტა. ჩემს ოჯახთან ურთიერთობა აღარ მქონდა. დედაჩემი ისე დაიღუპა, რომ 13 წელი ნანახი არ მყავდა. ისე დაიხოცნენ ჩემი ნათესავები ვერავინ ვნახე."-წუხს ირმა პაპიტაშვილი და დასძენს, რომ ომის გამო გადატანილ სევდას, სიდუხჭირეც ემატება. მისი მეუღლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებულია, ერთადერთი მარჩენალი მსხვილფეხა საქონელი გაყიდოს.

"რა გახდა ჩემი ოჯახისათვის ერთი დახმარება? მე სეზონზე დავდივარ ბაღებში სამუშაოდ, მაგრამ ჩემი ქმარი ვერ მუშაობს. არც პენსია გვაქვს. სოციალური საქონელი, რომ გვყავდა მაგიტომ მოგვიხსნეს. ჩემს ქმარს მკურნალობა სჭირდება. ჩემი მუშის ხელფასი რამდენ რამეს გასწვდება? უკანა ოთახი თავზე გვენგრევა. კედლები დაიბზარა და გადაიხარა. რა ვქნათ? როგორც შეგვიძლია ვწვალობთ, ვშრომობთ, მაგრამ თავი ვერ გაგვაქვს. დღეში 2 ლიტრი რძე მეყოფა? გორში, რომ ჩავიდე ფეხსაცმელი არ მაქვს. ისიც კი არ ვიცი ქალაქში ავტობუსის ბარათი სად შევიძინო და როგორ გამოვიყენო. იქ, რომ ავიდე და დამაჯარიმონ,მაგასაც ვერ გადავიხდი "-ამბობს ირმა პაპიტაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.