რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გზა ევროპული დახლებისკენ: როგორ გავაშენოთ ბლის ინტენსიური ბაღი იტალიური სტანდარტით
იმისთვის, რომ ქართულმა ბალმა ევროპულ დახლებზე ადგილი დაიმკვიდროს, ფერმერებმა ტრადიციული მიდგომები თანამედროვე აგროტექნოლოგიებით უნდა ჩაანაცვლონ და ბაღის გაშენების პირველივე დღიდან მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლით იმოქმედონ - ამბობს „საქართველოს ბლის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელი, დავით ჭუბაბრია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში თანამედროვე ინტენსიურ მეურნეობას ფლობს.

მისი შეფასებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბაზრის სეგმენტის სწორად შერჩევაა.

ევროპულ ბაზარზე 24-30 მილიმეტრიან სეგმენტში იტალია, თურქეთი და მაროკო დომინირებენ, სადაც რაოდენობისა და დაბალი ფასის ხარჯზე კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამიტომ ფერმერმა აქცენტი არა მასობრიობაზე, არამედ იტალიურ მოდელზე - 30-32 მილიმეტრზე მსხვილი, ელიტარული ნაყოფის წარმოებაზე უნდა გააკეთოს, რომელიც ორმაგ ფასად იყიდება.

კვარხეთის ბაღში, სადაც 29 ჯიშია გაშენებული (მათგან 12 კომერციული), სწორედ ამ მეთოდით 36-38 მილიმეტრიანი, ცალკეულ შემთხვევებში კი 39.5 მილიმეტრიანი ბალი მიიღეს, რაც გინესის რეკორდს (42 მმ) უახლოვდება.

„თურქები ჩვენზე წინ არიან, მაგრამ იტალიელები უფრო წინ არიან, ვიდრე თურქები - ჩვენზე. ამიტომ თურქული მეთოდების გადმოღება დაძველებულია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგისა და წყლის მართვა. უფრო ფართო დაშორების შემთხვევაში კი, პირველივე წელს აუცილებელია ნერგის გადაჭრა სარწყავი არხის დონეზე, რათა მივიღოთ განშტოება და ბაღში სივრცე უქმად არ დაიკარგოს.თუ ნერგი 80-90 სანტიმეტრის დაშორებით ირგვება, ხე ერთ ცენტრალურ ღეროზე (ლიდერზე) ფორმირდება და მაქსიმალურ მოსავალს იძლევა. ტრადიციული ქართული პრაქტიკისგან (2 - 2.30 მეტრი) განსხვავებით, თანამედროვე ინტენსიური ბაღი ბევრად მჭიდრო დარგვას მოითხოვს. მსხვილი და ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად გადამწყვეტია ბაღის დაგეგმვის სქემა. საბოლოო ჯამში იტალიურ გამოცდილებას ვენდობით. ჯიშები და ტექნოლოგია გვაქვს იტალიური და გვაქვს ყველანაირი პირობა, მივიღოთ იგივენაირი ბალი, რაც მათ მოჰყავთ“ - აღნიშნავს დავით ჭუბაბრია.

მსხვილი და ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად გადამწყვეტია ბაღის დაგეგმვის სქემა.

ტრადიციული ქართული პრაქტიკისგან (2 - 2.30 მეტრი) განსხვავებით, თანამედროვე ინტენსიური ბაღი ბევრად მჭიდრო დარგვას მოითხოვს.

თუ ნერგი 80-90 სანტიმეტრის დაშორებით ირგვება, ხე ერთ ცენტრალურ ღეროზე (ლიდერზე) ფორმირდება და მაქსიმალურ მოსავალს იძლევა.

უფრო ფართო დაშორების შემთხვევაში კი, პირველივე წელს აუცილებელია ნერგის გადაჭრა სარწყავი არხის დონეზე, რათა მივიღოთ განშტოება და ბაღში სივრცე უქმად არ დაიკარგოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიადაგისა და წყლის მართვა.

იტალიელი ფერმერის რეკომენდაციით, ბაღის შუა ნაწილი არ უნდა მოიხნას - რიგთაშორის სივრცეები უნდა იყოს სწორი და მყარი, ხოლო ბალახი სისტემატურად უნდა მოშორდეს, რადგან ის ზედმეტი ტენიანობისა და დაავადებების წყაროა.

რაც შეეხება წყალს, ბალი სისტემატურ მორწყვას საჭიროებს, თუმცა ვერ იტანს დაგუბებულ ან 1 მეტრზე მაღლა მდგომ გრუნტის წყლებს.

შესაბამისად, ქართლში, წყლის დეფიციტის გამო, აუცილებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, ხოლო ტენიან დასავლეთ საქართველოში - სადრენაჟო სისტემებისა და წყლის გამყვანი ღარების გაკეთება.

„ჩვენთან არის ასეთი პრაქტიკა - როდესაც კრეფენ ბალს, აქ, ქართლში ფიქრობენ, რომ მოვლა აღარ უნდა. მაგრამ თუ მოსავლის აღების შემდეგ არ მოუარე, შემდეგ წელს არ გექნება მოსავალი. მორწყვა იწყება მარტიდან, როგორც კი მცენარე გაღვიძებას იწყებს, და სექტემბრის ბოლომდე აქტიურად გრძელდება“ - გვირჩევს ფერმერი.

მოსავლის დაცვის კუთხით დავით ჭუბაბრია ყურადღებას ამახვილებს წვიმასაწინააღმდეგო ბადეების აუცილებლობაზე. მწიფობის პერიოდში მოსული ნალექი ნაყოფის დახეთქვას იწვევს, რაც პროდუქტის კომერციულ ღირებულებას ათჯერ ამცირებს.

წვიმასაწინააღმდეგო ბადე კი ბაღს ავტომატურად სეტყვისგანაც იცავს. თუმცა, დამტვერვის პერიოდში, როდესაც ბაღში ფუტკრები შეჰყავთ, ბადეები დროებით უნდა აიკეცოს, რათა მწერები შიგნით არ გაიჭედონ, პარალელურად კი სრულად უნდა შეწყდეს ნებისმიერი წამლობა.

დავითი პრეპარატების შერჩევისას ფერმერებს ურჩევს, გამოიყენონ მხოლოდ ევროკავშირში რეგისტრირებული, ბაქტერიებზე დაფუძნებული ბუნებრივი საშუალებები და თავი აარიდონ საეჭვო წარმოშობის ქიმიკატებს.

საბოლოოდ, ევროპელ შემსყიდველებს ერთჯერადი პარტიების ნაცვლად სტაბილური, ყოველკვირეული მიწოდება სჭირდებათ, რასაც ერთი ფერმერი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს.

„თუ მოხდა ასეთი ბაღების გამრავლება საქართველოში, ეს კონკურენცია არ იქნება - პირიქით, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უკეთესია.

ევროპაში როცა ვეუბნები, რომ 10 მანქანა ბალს ვაწვდი, მოსწონთ და მეკითხებიან, შემდეგ კვირას რამდენს მომაწვდი? მზად ვარ, ყველა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გავუზიარო სხვებს და მოვემზადოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ 1 მაისიდან 1 ოქტომბრამდე უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი ავაწყოთ“ - ამბობს დავით ჭუბაბრია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026
წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,

გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს. 2026 წლის 3-14 დეკემბერს კოლექტივი კონცერტებს ნიუ-დელიში,

11:15 / 25.11.2026
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ
საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება კასპისა და გორის

10:09 / 25.11.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული
გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან 2023 წელს მოასფალტებული გზის დეფორმაცია გრძელდება. 2025 წლის შემოდგომასა და 2026 წელს

19:26 / 24.11.2026
„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და
ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.

„საზოგადოება ბილიკი“ გორში ახალ პროექტს - „უსაფრთხო, მწვანე და ინკლუზიური სამეზობლოების შექმნა“ - იწყებს.

16:05 / 24.11.2026
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში 81 წლის ელენე სიუკაევის
ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ქარელის სოციალური
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელახალი
გადამოწმების შედეგად ოჯახს იმაზე დაბალი ქულები მიენიჭა, ვიდრე
აქამდე ჰქონდა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში 81 წლის ელენე სიუკაევის ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელახალი გადამოწმების შედეგად ოჯახს იმაზე დაბალი ქულები მიენიჭა, ვიდრე აქამდე ჰქონდა.
13:36 / 24.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.