რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ლაშხევა - სოფელი, რომლისკენ მიწა მოდის


ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში ახლა მხოლოდ ხუთი ადამიანი ცხოვრობს. ოდესღაც ხმაურიანი უბნები, შიშველ ხეებზე აცოცებული ბავშვების სიცილი და სახლებს შორის მოძრაობა დღეს სიჩუმემ ჩაანაცვლა.

„ამ სოფელში 13 სახლი დგას, მაგრამ ათი ცარიელია, ვცხოვრობთ სულ ხუთი ადამიანი,“ — ამბობს ლაშხევის ერთ-ერთი ხანდაზმული მკვიდრი, ავთანდილ გრიგალაშვილი.

მისი თქმით, მახლობელი კარ-მიდამოები, სადაც ოდესღაც დიდი ოჯახები ცხოვრობდნენ, ახლა დაკეტილია. ბევრი ემიგრაციაში წავიდა, ზოგს მშობლები დაეხოცა, ზოგმა კი ოჯახები ქალაქებში გადაიყვანა. ავთანდილი ერთი-ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც ჯერ კიდევ ინახავს არა მხოლოდ საკუთარ სახლს, არამედ მეზობლების ცარიელ ბინებსაც.

„ეს სახლიც ცარიელია. მშობლები დაეხოცა და წავიდა საზღვარგარეთ. გასაღები მე მაბარია — ვუყურებ, ან წყალი არ ჩამოვიდეს, ან რამე...“ — ამბობს ის და ჩაკეტილი კარისკენ ხელით მიუთითებს.



„ახალგაზრდები ჯერ არ დაბრუნდებიან... დაბრუნდებიან პენსიის დროს, ჩემსავით“

გრიგალაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდების დაბრუნებას სოფელი ასე მალე ვერ ელის. სამუშაო ადგილების არქონა, ინფრასტრუქტურის პრობლემები და მძიმე ეკონომიკური პირობები ხალხს აქ აღარ ამყოფებს.

„დაბრუნდებიან პენსიის დროს, ჩემსავით... ახლა წამოდით, გაჩვენებთ, რა მაგარ ადგილზეა ეს სოფელი,“ — მაყვლისა და ტყის წინ გაწეული ხელით აგრძელებს მასპინძელი.

მიწა, რომელიც სოფლისკენ მოიწევს — ავტობანის მშენებლობის მძიმე შედეგი

ლაშხევის ჭიშკართან გასული წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით მიწის მასა დაიყარა — ეს ავტობანის გვირაბების მშენებლობას უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, პირველივე დღიდან აფრთხილებდნენ კომპანიას, რომ ზედმეტი მიწის დაყრა საფრთხეს შექმნიდა, თუმცა, როგორც ამბობენ, მათი შეშინებული ხმა ვერავინ გაიგონა.

„აქ იყო კაკალი, აქ იყო ბალი... ჭანჭურმა აგერ იქით გადაიწია... მიწა აიწია მაღლა და კარტოფილი სულ ამოყარა...“, — იხსენებს ავთანდილი იმ ნაფეხურის მონახულებისას, სადაც ადრე ნაყოფიერი ბაღი იყო.

„პირველად რომ დაყარეს, ვეუბნებოდით, რომ მეტი აღარ დაეყარათ, რადგან ბზარები უკვე გაჩნდა... მაგრამ ვინ დაგიჯერა...? ეს მიწა მოდის ახლა სოფლისკენ,“ — ამბობს ის და მიწის ნაყარზე თვალს ადევნებს.

„ეს მიწა როდის წამოვა და როდის დაგვანგრევს, კაცმა არ იცის“



სოფლის მეორე მცირეწლოვანი მცველი — დიმიტრი გოგალაძე — გვიჩვენებს ადგილებს, სადაც მიწის მასას უკვე კვალი აქვს დატოვებული. მისივე თქმით, საშიშროება ყოველდღიურად მატულობს, განსაკუთრებით კი წვიმიან ამინდებში ან თოვლის დნობის დროს.

„ეს მიწა როდის წამოვა და როდის დაგვანგრევს, კაცმა არ იცის... მე ამოვდივარ, მაგრამ მეშინია შვილიშვილების ამოყვანის,“ — ამბობს დიმიტრი.

მისი ძმის სახლთან ახლოს მიწის ნაყარმა უკვე მიაღწია — „ჩემი ძმა აქ ცხოვრობს. უნდა გაგუდოს ამ მიწამ? აგერ ხედავთ, ხარაგაულში რა ხდება... მერე იტყვიან, ასეო და ისეო. წვიმის და თოვლის დნობის დროს მიწა ნელ-ნელა მოდის და უკვე მოგვიახლოვდა.“

საფრთხეების რეალური მასშტაბი

დიმიტრი გვიჩვენებს გვირაბების მშენებლობისას დატოვებულ ნაკვალევს — ტონობით მიწის მასას, რომელიც წლების განმავლობაში გაუკონტროლებლად გროვდებოდა და ახლა სოფლისკენ მოწევას შეუდგა.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარება მხოლოდ მიწის აღებამ არ გადაწყვიტა. საჭიროა წყლის სათავის აღდგენა, წრედებისა და არხების გაწმენდა და უსაფრთხოების სამუშაოები, რათა მიწის ჩამოშლის რისკი შემცირდეს.

„ვინ უნდა გაგვიკეთოს? იმ ჩინურ კომპანიას მე ვეღარ ვხედავ. ეს საწრეტი მასალები მოიტანეს და დაყარეს — ‘თქვენ უნდა ჩაყაროთო’. წყლის სათავე დაგვინგრიეს, ისიც ჩვენ აღვადგინეთ, მაგრამ არ ვიცით, სადამდე შენარჩუნდება. გზას გაგითებთო და მხოლოდ ერთი ფენა ხრეში დაყარეს... ესე როდემდე შეიძლება?“

ლაშხევი დღეს არა მხოლოდ დემოგრაფიულ, არამედ ეკოლოგიურ კრიზისსაც განიცდის. მცირერიცხოვან მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა იმ მიწის წინააღმდეგ, რომელიც თვითნებურად იცვლის ფორმას და უკვე სახლებს უახლოვდება.

ამ პატარა სოფლის ისტორიაში ახლა ყველაზე ხმამაღალი არის კითხვა — შეძლებს თუ არა ლაშხევი გადარჩენას, თუ ახლოდან დაწყებული საფრთხეები ერთხელ და სამუდამოდ ჩაყლაპავს მას?

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.